29 აპრილი, 2014
თურქი ლამაზმანების ხუთეული სერიალებიდან - ''ასი'' თუ ''დიდებული საუკუნე''?
ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს თურქული სერიალები რომ პოპულარულია საქართველოში ეს მურად ილდირიმის თბილისში სტუმრობითაც დადასტურდა. ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ლამაზმანებად არიან აღიარებული.

5. მეხუთე ადგილს იკავებს სერენაი სარიკაია. გოგონა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრ სერიალში თამაში ვერ მოასწრო. სერენა 2010 წლის ''მის თურქეთის'' ტიტული მოიგო და მამაკაცების გულები დაიპყრო. თავის სიყვარულს გადასაღებ მოედანზე
შეხვდა. თუმცა მისი რომანი ტალგაჰან საიშმანთან დიდხანს არ გაგრძელებულა და ახლა ლამაზმანი მარტოა.

4. მეოთხე ადგილს იკავებს ეზგი ეუბოღლუ. ბავშვობაში მას ბალერინობა უნდოდა. 2000 წელს მოიგო ''ელიტ მოდელ ლუქის'' კონკურსი და მოგვიანებით გახდა ''ვიცე მის თურქეთი''. პოპულარული გახდა სერიალ ''დიდებული საუკუნით''. სხვათა შორის, ეს მსახიობიც საყვარელ ადამიანს გადასაღებ მოედანზე შეხვდა.

Rating

3. მესამე ადგილს იკავებს ბერგიუზარ კორელი. მისი მშობლები ცნობილი თურქი მსახიობები არიან. ერთი პერიოდი ხელბურთს თამაშობდა და პარალელურად დაიწყო მსახიობობა. მისი ყველაზე ცნობილი როლი სერიალ ''ათას ერთი ღამეა'', სადაც მან გაიცნო მომავალი მეუღლე ჰალიტ ერგენჩი.

Rating

2. მეორე ადგილს იკავებს ბირჩე აკალაი. მსახიობმა უმაღლესის დამთავრებისთანავე დაიწყო სერიალებში თამაში და პარალელურად გახდა ტელეწამყვანი. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა ''ცასა და მიწას შორის''.

Rating

1. და ბოლოს პირველ ადგილს იკავებს ტუბა ბუიკუსტი. მას ბევრი იცნობს, როგორც სერიალ ''ასის'' მთავრი როლის შემსრულებელს. მისი მეუღლე ონურ საილაკია, რომელიც სერიალ ''ასი''-ში ერთ-ერთ როლს ასრულებდა. მათზე თურქულ პრესაში ბევრი ჭორი იწერებოდა. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ წყვილმა ტყუპების დაბადების შემდეგ საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

Rating

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
გვანცა
ვაღიარებ, მინახვა ძალიან ლამაზი ქალები, რომელთა სილამაზესაც არ ვაღიარებდი ალბათ მშურდა :D ნუ როგორცაა ყველას გვაქვს ჩვენი ახირებები:)) აი ასის რომ ვუყურე ტუბამ მომაჯადოვა. ამ ქალის ერთი წუთით არ შემსურდაბა და მთელი გულით ბედნიერებს ვუსურვებ, ვაღიარებ რომ ულამაზესია, არ ვიცი რომელი კაცი შეიძლება უყურებდეს მშვიდად, მეც კი მაღელვებს :D კიდევ კარგი ძალიან ბევრი იზიარებს ჩემს აზრს და ხალხს აქვს მშვენიერების სწორად აღქმის უნარი
00:44 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თ.ბ.
უფსკრულივით უძირო თვალები აქვს,ამაყი გამოხედვა,თითქოს მთელ სამყაროს ბრძოლას უცხადებდეს,მედიდურიც არის და დრაციოზულიც,არავის ჰგავს,არც უნდა რომ ვინმეს ჰგავდეს,ძალიან ძლიერია,თავისი გზა იცის,საოცრად ბრაზდება, ამაყია,ღირსეული,თავს ადვილად არ დაგიხრის,მაგრამ დიდსულოვანია,ყველაფერ ამასთან ერთად მუდამ სიყვარულით და სიკეთით სავსე თვალები აქვს-ასეთია ჩემი ტუბა.
00:08 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიბი
რა სასწაული ხალხი ხართ. რას გვატენოთ ამ თრაკჩამოგდებულ გოგოს. სუფთა თურქია. ვისაც მოგწონთ თქვენი ნებაა.რამაგალითებად მოგკავთ სხვა ქვეყნები.ხო,ფრანგები და იტალიელები Gადარეულან.მაგათნაირ მუსლიმებს კი მოეწონებათ მაგ აღნაგობის. სხვათაშორის,იმ ახალ კინოში ყველა მონაწილე მაგას ჯობია.ან რა აცვია,თავზე წაკრული ხომ ჩვენთან ბაზრობაზე რომ დგანან იმ თათრებს გავს.
23:58 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
რა ტვინი წაიღეთ ბოლოსდაბოლოს მაგ ტუბათი მაგაზე 1000 ჯერ ლამაზი ქალები დადიან თვითონ საქართველოში,არ გააღმერთეს მართლა.გემოვნებაზეც რომ მედავებიან ტო ვინ ხართ საერთოდ. ახლა ისიც არ თქვათ რომ ეგ თქვენი ტუბა სკარლეტ იოჰანსონს,აიშვარია რაის,ლივ ტაილერს ან ანჯელინა ჯოლის ჯობიაო. ქართველებშიაც რამდენი გვყავს მაგ ტუბაზე ლამაზი არ ჩამომათვლევინოთ მართლა ეხლა,მაგრამ რადგან მასე გინდათ ჩამოვთვლი სალომე ღვინიაშვილი,მაკა ასათიანი,ნანკა კალატოზიშვილი,გვანცა დარასელია,ანუკა ქორქია და აშ. რა გააწყალეთ გული მართლა რადგან თქვენ მოგწონთ მეც უნდა მომწონდეს აუცილებლად?ან თურქებს თუკი მოსწონთ მოსწონდეთ ადამიანია და გემოვნება არ მომწონს ეგ ტუბა თუ ვიღაც გარეგნულად რა არის გასაოცარი ამაში ყველას ვერ მოეწონება ერთი და იგივე ადამიანი რა შუაშია ბოღმა.
23:39 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბბბ-ს და თეონას-ს
არ მაინტერესებს რამდენ ქვეყანაშია აღიარებული ეგ თქვენი ტუბა,არ გაგიათ გემოვნებაზე არ დაობენო არ მომწონს და მორჩა. მაგას სხვა თურქი მსახიობი ქალები მირჩევნია გარეგნობით.
23:29 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბბბბ
ვაიმეე ტუბაზე როგორ უნდა თქვათ არ არის ლამაზიოო? მაშინ მტელი მსოფლიო დაბრმავებულა ტუბა არაბულმა სამყარომ თავის დედოფლად გამოაცხადა ის და ბერგუზარი პანტენის სახეები არიან ამაზე სხვა თურქი ვერც იოცნებებს, და ახალ კინოში იმდენად ლამაზია რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, ლამაზი რომ არ იყოოს ყველა კონკურსში რატომ გაიმარჯვებდა? გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ ტუბა მსოფლიომ აღიარა და თითო ოროლა ადამიანს თუ არ მოეწონება ამით არაფერი დააკლდება მას ის მაინც პირველ ადგილს იკავებს წლებია თურქეთში და არამარტო თურქეთში და უამრავი პრიზი აქვს როგორც უნიჭიერეს მსახიობს
22:26 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეონა
კარგი, გასაგებია თქვენი პოზიცია, არ მოგწონს არ მოგწონს, ყველას ერთნაირი გემოვნება ვერ ექნება,მაგრამ იმის თქმა,რომ ტუბა მახინჯია და არაპროპორციული ტანი აქვს თქვენი მხრიდა ცოტა არ იყოს და სასაცილოა.ქალი აღიარებულია არაბეთის 20 ქვეყანაში დედოფლად და თქვენ მაჯერებთ, რომ არაბები დაბრმავდნენ, თუ ის მილიონობით ფანია ბრმა ტუბას რომ ჰყავს. ცოტა დაფიქრდით სანამ რამეს დაწერთ !
21:34 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ტუბაზე როგორ უნდა თქვათ ულამაზოა ეს შეიძლება ბოგმისგან გამსკდარმა თქვას,თუარა ყველამ თავის გარეგნობას მიხედოს,მართლა ლამაზი და უნაკლოა ახფრთოვანებული ვარ ტუბათი
21:21 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თათა
ზოგიერთი შურით და ბოღმითაა სავსე,თორემ სრულიად უცხო ადმიანზე,მართლა რომ ისეთი უშნო იყოს,როგორც თქვენ ტუბას ახასიათებთ,მაინც არ გავლანძღავდი ასე ბოროტულად,მითუმეტეს რომ თქვენთვის არაფერი დაუშავებია არც თავისი სილამაზით,არც თავისი ნიჭიერებით და არც თავისი კეთილშობილებით. ღვარძლიანი ადამიანების დაუმსახურებელი ლანძღვით ტუბას არაფერი დააკლდება საერთოდ,ვინც მას იცნობს და მასზე ცოტა რამ მაინც იცის ყველას უყვარს,ასეთი ადამიანები კი დამერწმუნეთ ძალიან ბევრია,მგონი ევროპაშიც და აზიაშიც უამრავი თაყვანისმცემელი და ფან გვერდი ყავს,თურქეთში და არაბეთში ხომ აღარაფერს ვამბობ ყოველთვის ყველა რეიტინგის სათავეშია მარტო მის არაოფიციალურ ფან გვერდს 4მილიონამდე მოწონება აქვს,ხალხის ასეთ დიდ სიყვარულის თუ უნიჭო და უშნო ადამიანმა მიაღწია ყოჩაღ მაგას.ისე კი ტუბას თუ ახალ სერიალში დაღლარჭული ტანი, სქელი უკანალი აქვს და მახინჯია სერიოზული ეჭვი მაქვს,რომ ამის მთქმელს თვალებზე სერიოზული პრობლემები უნდა ქონდეს ანდა ბოღმისაგამ ინდა იყოს დაბრმავებული.
21:18 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბელა
ტუბა მარტლა მშვენიერია, აბა ბრმაა ამდენი ხალხი? ყველა გამოკითხვაში ლიდერობს
21:13 / 02-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS