29 აპრილი, 2014
თურქი ლამაზმანების ხუთეული სერიალებიდან - ''ასი'' თუ ''დიდებული საუკუნე''?
ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს თურქული სერიალები რომ პოპულარულია საქართველოში ეს მურად ილდირიმის თბილისში სტუმრობითაც დადასტურდა. ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს თურქი მსახიობების მიმართ და გთავაზობთ თურქი ქალი მსახიობების ხუთეულს, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში ლამაზმანებად არიან აღიარებული.

5. მეხუთე ადგილს იკავებს სერენაი სარიკაია. გოგონა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრ სერიალში თამაში ვერ მოასწრო. სერენა 2010 წლის ''მის თურქეთის'' ტიტული მოიგო და მამაკაცების გულები დაიპყრო. თავის სიყვარულს გადასაღებ მოედანზე
შეხვდა. თუმცა მისი რომანი ტალგაჰან საიშმანთან დიდხანს არ გაგრძელებულა და ახლა ლამაზმანი მარტოა.

4. მეოთხე ადგილს იკავებს ეზგი ეუბოღლუ. ბავშვობაში მას ბალერინობა უნდოდა. 2000 წელს მოიგო ''ელიტ მოდელ ლუქის'' კონკურსი და მოგვიანებით გახდა ''ვიცე მის თურქეთი''. პოპულარული გახდა სერიალ ''დიდებული საუკუნით''. სხვათა შორის, ეს მსახიობიც საყვარელ ადამიანს გადასაღებ მოედანზე შეხვდა.

Rating

3. მესამე ადგილს იკავებს ბერგიუზარ კორელი. მისი მშობლები ცნობილი თურქი მსახიობები არიან. ერთი პერიოდი ხელბურთს თამაშობდა და პარალელურად დაიწყო მსახიობობა. მისი ყველაზე ცნობილი როლი სერიალ ''ათას ერთი ღამეა'', სადაც მან გაიცნო მომავალი მეუღლე ჰალიტ ერგენჩი.

Rating

2. მეორე ადგილს იკავებს ბირჩე აკალაი. მსახიობმა უმაღლესის დამთავრებისთანავე დაიწყო სერიალებში თამაში და პარალელურად გახდა ტელეწამყვანი. ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა ''ცასა და მიწას შორის''.

Rating

1. და ბოლოს პირველ ადგილს იკავებს ტუბა ბუიკუსტი. მას ბევრი იცნობს, როგორც სერიალ ''ასის'' მთავრი როლის შემსრულებელს. მისი მეუღლე ონურ საილაკია, რომელიც სერიალ ''ასი''-ში ერთ-ერთ როლს ასრულებდა. მათზე თურქულ პრესაში ბევრი ჭორი იწერებოდა. ალბათ ეს გახდა მიზეზი, რომ წყვილმა ტყუპების დაბადების შემდეგ საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა.

Rating

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
მზია
ლილე, ჯერ კორექტული ლაპარაკი ისწავლე, მართლა... აღარ მინდა ,,ბრილიანტებით,, მოგმართო! ვინა ხარ და რა ხარ მშობელი ხალხის მაგინებელო! ,,სირცხვილი იმ გუთნის დედას, წინაპართა საფლავს ხნავდეს!,,
08:21 / 13-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ვაი, თქვენს პატრონს!..
სულ გადაირია ეს ხალხი! აქ თურქ კინოვარსკვლავებზეა საუბარი და ამათ ყველგან ბიძინა ელანდებათ!
21:55 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
სერენაი უფრო ლამაზია, მეც ასე ვფიქრობ
10:06 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილე
გემოვნებაზე შეგნებული ადამიანები არ დაობენ.ვიღაცას ტუბა მოსწონს,ვიღაცას ბერგიუზარი.ჩვენმა რეგვენმა ხალხმა ვერ გაიგო,რომ ადამიანი რომელიც სხვაგვარად აზროვნებს მტერი არ არის და ისიც იმსახურებს პატივისცემას.აუცილებელია ნაზირალა ოლიგარქი პინგვინი მომწონდეს? რა ვქნა ტუ მიშას ტაყვანისმცემელი ვარ?ვიღაც ტურქი მსახიობების გამო ლამის ხანჯლები იშიშვლოთ,სხვა საქმე არაფერი გაქვთ?ჩვენი უვიცი ხალხი არასოდეს იქნება ერთიანი და არც არაფერი ესველება.
07:51 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბერენი
ბერენ საატი ჯობია
15:14 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ტუბა (ასი)
ასი ყველად ჯობია რაც მართალია მართალია
11:06 / 22-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გვანცას
არ ვიცი შენ როგორ აღგაფრთოვანა მაგ ტუბამ მაგრამ მე კაცი ვარ და სიმართლე რომ გითხრა საერთოდ არ მომწონს ეგ გოგო. იმედია ბოღმას და შურიანს არ დამიძახებ ამის გამო.აბა თქვენ იცით ჩამქოლეთ, მე ის პირველი ქერა ლამაზმანი მომწონს სერენეი ქვია თუ არ ვცდები მაგარი გოგოა.
22:38 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
კარგით მართლა დაანებეთ ადამიანს თავი ეს ვინ ხართ. არ მოსწონს ტუბა რა ვერ გაიგეთ,ყველას ვერ მოეწონება ერთი და იგივე მსახიობი. საერთოდ საწინააღმდეგო აზრის მომსმენაც უნდა შეგეძლოთ ჩემო კარგებო და ადამიანს რამის არის ყელი არ უნდა გამოსჭრათ იმისთვის რომ თქვენს საყვარელ მსახიობზე თქვა არ მომწონსო. ეგრე მეც მომწონებია ბევრი ვინმე მაგრამ ვიღაცას რომ უთქვამს არ მომწონსო ამის გამო ერთი ამბავი არ დამიტეხია მისთვის რატო არ მოგწონს შე ასეთო და ისეთო მეთქი არ მითქვამს. ადამიანია და გემოვნება მამუკას თქმის არ იყოს. დაწყნარდით,დამშვიდდით ვისაც მოსწონს ეგ ტუბა მოსწონდეს ოღონდ სხვას ნუღარ მოაბეზრებთ თავს.
22:33 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნენეს
შენ ნორმალური ხარ შვილო?გეუბნები არ მომწონს ეგ შენი ტუბა არ შეიძლება არ მოგწონდეს მსახიობი?შენ თუ მოგწონს შენ გზაზე გაგიმარჯოს მე არ მომწონს და მორჩა. შური რა შუაშია,რა შემჭამეთ ბოლოსდაბოლოს ამაზე გაცილებით ლამაზებიც მინახავს არ წაიღეს ტვინი.
22:25 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
"აკრძალულ სიყვარულ"-ში და "დიდებულ საუკუნეში" უფრო ლამაზი მსახიობები თამაშობენ. Yველას ლამაზი თვალები აქვს. რაც უნდა აგდებით მოვიხსენიოთ თურქული სერიალები, მსახიობები ნამდვილად ლამაზები არიან ქალები და კაცებიც, სამწუხაროდ ჩვენგან განსხვავებით!!!!
22:23 / 03-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS