ტოლგაჰან საიშმანი დაიბადა 1981 წლის 17 დეკემბერს ქალაქ სტამბულში. მამამისი სალონიკიდანაა, დედა კი - ტრაპზონიდან. ბავშვობაში ტოლგა დიდ დროს უთმობდა მეცადინეობას. დაამთავრა
სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა პოდიუმზე. 2001 წელს მან მოიპოვა ნომინაცია ''მომავლის მოდელი'', რის შემდეგაც გადაწყვიტა მომავალი სამოდელო კარიერაში ეძებნა. მოდელის რანგში იგი პირველი თურქი მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის ჩვენებებში მონაწილეობდა.
2005 წელს მან გაიმარჯვა ერთ-ერთ ყველაზე ცმობილ სამოდელო კონკურსში, რის შემდეგაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს თავის სამშობლოში.
ტოლგაჰანით რეჟისორები დაინტერესდნენ. მას იღებენ სხვადასხვა ფილმებში. ტოლგაჰანს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ტელესერიალმა "მიწასა და ცას შორის" ამ სერიალმა მის ცხოვრებაში არსებით ცვლილებები გამოიწვია.
ამ სერიალის შემდეგ მიაქცია მას ყურადღება ცნობილმა თურქმა მსახიობმა და მოდელმა სერენა სანკაიამ. წყვილი ერთმანეთს ხვდებოდა. 2012 წელს ისინი ერთმანეთს დაცილდნენ.
მას შემდეგ რაც სელენამ უარი თქვა სერიალში მონაწილეობაზე. მის მაგიერ აიყვანეს სილამაზის მრავალ კონკურსში გამარჯვებული, 2007 მის მსოფლიო სელენ სოიდერი. წყვილს შორის, როგორც ფილმში ისე ცხოვრებაშიც წარმოიშვა სასიყვარულო გრძნობები.
ტოლგაჰანი ფეხბურთითაც არის გატაცებული. იგი "ბენერბახჩეს" თავგამოდებული გულშემატკივარია.
გადაღებულია ფილმებში: "ტიტების დრო", "ცასა და მიწას შუა", "თამაში სიყვარულში", "ჩემი გულის ტკივილი", "ნახვამდის რუმელია".
თურქული სერიალის მოყვარული ქალბატონებისთვის ალბათ კიდევ ვინმე იზრუნებს და იმედია, ტოლგაჰან საიშმანიც მალე ესტუმრება თბილისს.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის