''თანდათან მიახლოვდება. მისი თეთრი ღვინისფერი გრძელი თმა არარსებულ თეძოებს აღწევს. პირი ოდნავ აქვს ღია, თითქოს გულგრილად იღიმის. პატარა, ნახევრად გამჭვირვალე კბილები აქვს. ცისფერი ტოპი აცვია და ჩანს, რომ მთელი
ჟურნალისტი გაოგნებული დარჩა, რადგან რეალობაში ვალერია ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამაოგნებელ ფოტოებზე - არადა, მას ბრალს სდებენ, თითქოს მისი ფოტოები ფოტოშოპის დამსახურებაა. ''ყველაზე საშინელი თვალებია, მეტისმეტად რომ ყვირის ამ სიგამხდრეში...
ევოლუციამ გვასწავლა, რომ დიდი თვალები ლამაზია, მაგრამ ასეთი დიდი თვალები უფრო მოჩვენების ან რომელიღაც მწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს, ფაქტობრივად, არის ძვლებზე ტყავგადაკრული ადამიანი, უზარმაზარი თვალებითა და უშველებელი მკერდით'', - განცვიფრება ვერ დამალა ჟურნალისტმა.

ინტერვიუ ინდურ რესტორანში შედგა. ვალერიამ ცხარე ინდური სოუსი ჩატნი სტაფილოს წვენში აურია და ეს უცნაური ნაზავი დალია. იგი თხევად დიეტას იცავს და თითქმის არანაირ მყარ საკვებს არ მიირთმევს. ფრჩხილებს ვარდისფერი, ცისფერი და ლაჟვარდისფერი ნახატები უმშვენებდა. როგორც ვალერია ამბობს, ეს ''ოცდამეერთე განზომილების გამოსახულებებია. ისინი სიზმარში ვნახე''. მერე კი სახეზე პუდრი შეიფრქვია და გამოაცხადა: ''კომბინირებული კანი მაქვს და შენობაში შესვლიდან 20 წუთში ბზინვას იწყებს''.
ლუკიანოვამ ჟურნალისტი თავისი მოსაზრებებითაც გააოგნა, ასევე სილამაზის მისებური იდეალებით:
- ყველას უნდა, მოხდენილი იყოს. ყველა მკერდს იდიდებს, ისწორებენ სახის ნაკვთებს, თუ ისინი იდეალური არ არის. ეს მთელ მსოფლიოში ხდება, ხომ გესმით? ეს რასების აღრევამ გამოიწვია. მაგალითად, რუსი სომეხს მიჰყვება ცოლად. მათ უჩნდებათ ბავშვი, მშვენიერი გოგონაა, მაგრამ მამის ცხვირი აქვს. ჰოდა, ცხვირს ცოტათი ''მოიხერხავს'' - და ყველაფერი კარგადაა. ეთნოსები ირევიან ერთმანეთში და ეს ყველაფერი ამის ბრალია. გახსოვთ, ადრე, 50- 60- იან წლებში, რამდენი ლამაზი ქალი იყო, თანაც, ყოველგვარი ოპერაციების გარეშე? ახლა კი, სწორედ ამ აღრევების გამო, აი, რა ხდება.
უკრაინელი ბარბი, რომელიც საკუთარ თავს ''კოსმოსურ'' სახელს ამატუეს უწოდებს, მოლდო- ვურ ქალაქში გაიზარდა და 16 წლისა გადავიდა ოდესაში. იქ მუქი თმა ქერად შეიღება და იქვე შეხვდა ქმარს - მსხვილი სამშენებლო ბიზნესის მფლობელს. მასთან ქორწინებამ მისცა საშუალება, რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა და ცოცხალ თოჯინად ქცეულიყო. გოგონა ბავშვების გაჩენასაც არ გეგმავს:
- ჩემთვის ეს გამორიცხულია. ამაზე ფიქრიც კი ზიზღს მგვრის.
ოცნებობს წავიდეს ჰოლივუდში, ან მექსიკაში (იქაური პირამიდები მოსწონს), ან მოსკოვში. ''ოდესაში ძალიან გოიმური სიტუაციაა. რატომ უნდა დავკარგო აქ საკუთარი თავი'', - ამბობს ვალერია.
მასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა დაასკვნა, რომ რეალობიდან ოცდამეერთე განზომილებაში გადასვლით ამ უცნაურმა გოგონამ მიიღო შესაძლებლობა, ცოტათი მაინც მიეღწია შინაგანი თავისუფლებისთვის.
ჟურნალი ''რეიტინგი''