23 აპრილი, 2014
ანფისა ჩეხოვა და გურამ ბაბლიშვილი მავრიკიაზე ისვენებენ
სხვათა შორის, წყვილმა ცოტა ხნის წინ იყიდა ახალი სახლი ანფისა ჩეხოვა და მისი ქართველი ქმარი, რომელზეც ჯერ ოფიციალურად არ უქორწინია, მოსკოვის ხმაურს გაეცალნენ და მზიან მავრიკიაზე გაეშურნენ რომანტიკულ არდადეგებზე. ამჯერად შვილი სოლომონი ბებიებს ანდეს და მარტონი ისვენებენ.

მოგზაურობის ფოტოები ანფისამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღტაცებული ტექსტებიც დაურთო: ''ბედნიერება სწორედ ასეთი მომენტებით იქმნება: მზეზე გახურებული კანის სურნელი, ქარისგან აშრიალებული თმა, აქაფებული ტალღები, გვერდით საყვარელი მამაკაცი, რომელსაც ეზარება გარუჯვა, მაგრამ უნდა, შენ გვერდით იყოს... ბედნიერებაა ამ დღით ცხოვრება''.

სხვათა შორის, წყვილმა ცოტა ხნის წინ იყიდა ახალი სახლი და მათი შესანიშნავი ინტერიერის ფოტოები რამდენიმე რუსულმა გამოცემამ სიამოვნებით გაავრცელა. ანფისამ ისიც აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა სასურველი სახლის პოვნა.

''ბინას ორი წელი ვეძებდი და ლამის უკვე გამიქრა იმედი, რომ შესაფერის ვარიანტს ვიპოვიდი. სწორედ ამ დროს დამეხმარნენ მეგობრები და მირჩიეს, ექსტრასენსისთვის მიმემართა. სწორედ ის დამეხმარა... - ამბობს ანფისა, - ვკითხე, ბოლოს და ბოლოს, როდის ვიპოვი ბინას. მან მიპასუხა: რომ გააჩენ, მერე ერთ წელიწადში იპოვი იმას, რასაც ეძებ.

მაშინ ორსულობის პირველი თვეები მქონდა. ყველაფერი კი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ექსტრასენსმა მითხრა''.

დღეს ანფისა და გურამი შვილთან ერთად სწორედ იმ ბინაში ცხოვრობენ. ზაფხულში საქართველოში გამომგზავრებასაც გეგმავენ. ადრე ფიქრობდნენ, რომ ქორწილიც გადაეხადათ გურამის სამშობლოში, თუმცა ჯერჯერობით ურთიერთობის გაოფიციალურებას არ ჩქარობენ.

შეგახსენებთ, რომ ანფისა რუსეთში ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანია, რომელიც წარსულში სექსუალური იმიჯითა და ასეთივე ფოტოსესიებით იყო განთქმული.

ერთ-ერთ სპექტაკლში მონაწილეობისას გაიცნო ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი, რომელიც წლებია, რუსეთში მოღვაწეობს. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე გადაწყვიტეს ერთად ცხოვრება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS