22 აპრილი, 2014
უძველესი ბორდელი "აყირავებული" მეძავებით
პირველ სართულზე ბარია, სადაც სასმელი იყიდება, მეორე სართულზე კი "სიყვარულის ოთახებია" განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების უძველეს ბორდელში მუზეუმი გახსნეს. ბორდელი "წითელი ხახვი" მე-19 საუკუნეში ოქროს ციებ-ცხელების დროს გაიხსნა, ყველაზე თავზეხელაღებული ოქროს მაძიებლები ოცნებობდნენ იქ მოხვედრაზე;

ქალები დღეში 25 კლიენტს იღებდნენ, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ კი (მეტს უბრალოდ ვერ უძლებდნენ) გამდიდდრებულები ბრუნდებოდნენ შინ. მუზეუმში ყველაფერი უცვლელად დატოვეს:

პირველ სართულზე ბარია, სადაც სასმელი იყიდება, მეორე სართულზე კი "სიყვარულის ოთახებია" განლაგებული. ბარმენს სალაროს აპარატთან მეძავების ფიგურები ედგა, როცა კლიენტი რომელიმე
მეძავს ირჩევდა, მის ფიგურას აყირავებდნენ ხოლმე.

15 წუთიანი სეანსი 5 დოლარი ღირდა, რაც მაშინ არცთუ ცოტა იყო. სალარო აპარატი და კაბინეტები სპილენძის მილებით იყო შეერთებული. კლიენტთან ""საქმის" დამთავრების შემდეგ მეძავები მილში მონეტებს ყრიდნენ და ბარმენი ხვდებოდა, რომ ეს თანამშრომელი გათავისუფლდა და ახალი კლიენტის მისაღებად მზად იყო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS