22 აპრილი, 2014
რატომ ჩაშალა უმა თურმანმა ნიშნობა მილიარდერთან
აპრილის შუა რიცხვებში თურმანი ერთ-ერთ საქველმოქმედო წვეულებაზე ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოცხადდა ჰოლივუდის მეგავარსკვლავი კვლავ მარტოხელა და თავისუფალია. მისმა რომანმა მილიარდერ არკი ბუსონთან დროის და განშორების გამოცდას ვერ გაუძლო. უმა ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს, არკი კი ლონდონში.

აპრილის შუა რიცხვებში თურმანი ერთ-ერთ საქველმოქმედო წვეულებაზე ნიშნობის ბეჭდის გარეშე გამოცხადდა. მალე წყვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომ ქორწინება აღარ შედგება, ჩაიშალა.

ვარკვლავი და ფრანგი ბიზნესმენი დიდიხანია, 2007 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს და ამ ხნის მანძილზე ორჯერ მოასწრეს ნიშნობის შეწყვეტა. წყვილი
2012 წელს შერიგდა, უმამ გოგონა -როზალინდაც გააჩინა, მაგრამ მათი ცოლ-ქმრული ცხოვრება, საბოლოოდ მაინც ვერ შედგა.

თურმანის ქმრები ცნობილი მსახიობები, გარი ოლდმანი და ეთან ჰოუკამი იყვნენ. ოლდმანი, რომელიც მარიხუანასა და სექსუალური ორგიების სიყვარულითაა ცნობილი, მიიჩნევდა, რომ "წმინდანთან ცხოვრება ძნელია", მომდევნო ქმარი კი ამტკიცებდა, - კინოვარსკვლავთან ცხოვრება შეუძლებელია, თან ცუდი დედააო.

უმა თურმანს თითქმის ყველა ჰოლივუდელ ვარსკვლავთან - რობერტ დე ნიროსთან, რიჩარდ გირთან, ჯონ მალკოვიჩთან რომანს მიაწერდნენ, რასაც თვითონ კატეგორიულად უარყოფდა:

ხომ არ შეიძლება ყველასთან, ვისთანაც ყავა დამილევია, რომანი მქონდესო? "ის სუპერ-სექსუალური და სუპერ-ერუდირებულია, ორივე ერთად კი ძალზე იშვიათია", - ამბობს მასზე რიჩარდ გირი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS