20 აპრილი, 2014
პოლიტიკოსები, რომლებსაც სექს-სკანდალებმა არგოთ
ნიკოლა სარკოზის სასიყვარულო თავგადასავალის გამჟღავნების შემდეგ მისი პოპულარობა ერთიორად გაიზარდა ყოფილი პირველი პირების - ბილ კლინტონის, მოშე კაცავის, სილვიო ბერლუსკონის ცხოვრებაში სექსუალურმა სკანდალებმა საბედისწერო როლი ითამაშა და კარიერას წერტილი დაუსვა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც პირიქით, პიკანტური თავგადასავლები პოლიტიკურ ქულების ჰმატებს.
ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ კლაუსს, რომელიც ერთი წელია პოსტზე აღარ არის, ცოლის ღალატი ხალხმა ადვილად აპატია;

როცა გაირკვა, რომ 66 წლის კლაუსს 25 წლის სტუარდესასთან აქვს რომანი, მისი მამაკაცური შესაძლებლობებით ყველა აღფრთოვანდა. საერთოდ, ჩეხებს ძალიან უყვარდათ
თავისი პრეზიდენტი და ადამიანურ სისუსტეებს ადვილად პატიობდნენ. როცა მან ჩილეს პრეზიდენტთან შეხვედრისას პროტოკოლის კალამი მიითვისა და ჯიბეში ჩაიდო, მის რეზიდენციაში ძვირადღირებული საკანცელარიო ნივთებით სავსე ამანათების გაგზავნა დაიწყეს.

ნიკოლა სარკოზის სასიყვარულო თავგადასავალის გამჟღავნების შემდეგ მისი პოპულარობა ერთიორად გაიზარდა, მხოლოდ ყველაზე კონსერვატორი ფრანგები აღაშფოთა მისი საყვარლის კარლა ბრუნის სრულიად შიშველმა ფოტომ, უმრავლესობამ კი ჩათვალა, რომ ასეთი სხეულმა შეუძლებელია მამაკაცი არ მოხიბლოს. სარკოზის რეიტინგი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც თავისი საყვარელი ცოლად შეირთო.

უკრაინაში დეპუტატი პეტრე სიმონენკო ცოლს დიდი სკანდალით გაეყარა, თუმცა კომპარტიის ლიდერად დარჩა. პარლამენტარი ოლეგ ლიაშკო კი მიუხედავად მასზე გეი-ვიდეოს გამოქვეყნებისა, ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება. უკრაინის რადის მეორე დეპუტატი, ექსმინისტრი ნესტორ შუფრიჩი კი თვით იულია ტიმოშენკოსთან სასიყვარულო თავგადასავალშია ეჭვმიტანილი, ახლახან მათი სატელეფონო საუბარიც გამოქვეყნდა, პოლიტიკოსი ამ ხმებს არც უარყოფს და არც ადასტურებს, მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად იღიმება, რის გამოც სულ მედიის ყურადღების ცენტრშია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS