18 აპრილი, 2014
''კაპიკიან მილიონერს'' ლუდმილა პუტინას ცოლად შერთვა უნდა
წლებია, დასაოჯახებელი ვარ და მინდა, ლუდმილა პუტინას ხელი ვთხოვო პირდაპირი ტელეხიდის დროს პრეზიდენტმა პუტინმა შეკითხვაზე, როდის ეყოლება რუსეთს პირველი ლედი, უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი, ლუდმილა უნდა გაათხოვოს და მერე თავის თავზეც იფიქრებს.

პუტინს სასწრაფოდ გამოეხმაურა ნოვოსიბირსკელი პენსიონერი იური ბაბინი, სკანდალური "კაპიკიანი მილიონერი". "წლებია, დასაოჯახებელი ვარ და მინდა, ლუდმილა პუტინას ხელი ვთხოვო, ეს დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ პუტინის სიტყვებმა გამბედაობა შემმატა;

პრეზიდენტმა, რომელიც ჩემი ასაკის არის, მიკარნახა, რომ სწორედ ასე უნდა მოვიქცე, ვიმედოვნებ, ოცნება ამიხდება" -
ამბობს პენსიონერი. კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ლუდმილასთვის ამის თქმას, პასუხობს, რომ ის მის განზრახვაზე მედიიდან შეიტყობს და საპასუხო გრძნობით დააჯილდოვებს.

Rating

ბაბინი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 5 მილიონი ერთკაპიკიანისგან შემდგარი კოლექციის გამოფენა - გაყიდვა გადაწყვიტა, ამ მონეტებით მას მთელი სახლი და ტანსაცმელი აქვს მორთული.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS