17 მარტი, 2021
8 წლის გოგონასა და 13 წლის ბიჭის ურთიერთობას მთელი უკრაინა განიხილავს - მშობლები არ ღელავენ და უჩვეულო არგუმენტებს იშველიებენ
ბოლო დროს სოციალური სივრცე და მოზარდების (და ხშირად, მათი მშობლებისაც) ლტოლვა პოპულარობისკენ, ძალიან უცნაურ და საშიშ სახეს იღებს. სამწუხაროდ, ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს ამ საფრთხეს და პოპულარობის მიღმა მხოლოდ სოლიდურ შემოსავალს და შვილის მომავალ "წარმატებებს" ხედავს, ამასობაში კი არა მხოლოდ ბავშვების ბავშვობა ეწირება ამ ყველაფერს, ხშირად - მათი მომავალიც.

ამ დღეებში ეს უჩვეულო ამბავი გახდა განხილვის საგანი და არცთუ უმიზეზოდ.

მთელი უკრაინა განიხილავს ამ ისტორიას. 8 წლის მილანა მახანეცმა და 13 წლის პაველ პელმა თავი
წყვილად გამოაცხადეს და მშობლებიც დასთანხმდნენ.

Rating

მეტიც, გოგონას მეგობარ ბიჭთან სახლში გადასვლის უფლებაც კი მისცეს და ისინი შაბათ-კვირას ერთად ატარებენ. ორივე მათგანი ბლოგერია, სოციალური არხების განვითარებას ცდილობს და ეს ფაქტიც ერთგვარ პიარ-სტრატეგიად ჩათვალეს, რომ ერთობლივად გადაღებული ისტორიებით მეტი გამომწერი ეყოლებათ.

უკრაინაში 8 წლის მილანა მახანეცს ბევრი ადამიანი იცნობს. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავის ბლოგერ მეგობართან პაშა პელთან გადადიოდა საცხოვრებლად. ბიჭი 13 წლისაა. მშობლები ამ ფაქტში ცუდს ვერაფერს ხედავენ, პირიქით, ამბობენ, რომ ამით ბავშვებს შანსი მიეცათ, ერთობლივი ვიდეოები გადაიღონ და საინტერესო კონტენტი შექმნან. მილანას დედა თავგამოდებით იცავს შვილის ჰობსაც და მეგობართან ურთიერთობასაც. ხოლო იმ ადამიანებს კი, ვინც აღშფოთება გამოხატა, ეუბნება, რომ ბავშვებს არჩევანის თავისუფლება აქვთ და იმას აკეთებენ.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
...
დახედეთ პირველ ფოტოს და გულწრფელად თქვით, ეს არის 8 წლის ბავშვის ფეხი? რა თქმა უნდა, არა.
16:56 / 18-03-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS