დღეს ჯანსუ დერე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მსახიობია. ის ამ დროისთვის თურქულ ფსიქოლოგიურ თრილერში მონაწილეობს, რომელსაც "მოღალატე" ჰქვია და რომელიც ბიბისის გახმაურებული სერიალის, "ექიმ ფოსტერის" თურქული ადაპტაციაა.
ჯანსუ დერე დაქორწინებული არ არის, თუმცა სხვადასხვა დროს მედიაში მას სკანდალურ სასიყვარულო
თურქული მედიის ცნობით, 2017 წელს ის ხვდებოდა ენგინ აქიურექს, თუმცა მსახიობს ეს ცნობები თავად არ დაუდასტურებია. პირად ურთიერთობებზე ჟურნალისტებთან არასდროს საუბრობს. ის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და საიდუმლოებით მოცული ვარსკვლავია.
მსახიობი 40 წლისაა, მას არ ჰყავს შვილი, თუმცა საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ასრულებს დედის როლს და თან იმდენად სრულყოფილად, რომ საზოგადოების გაკვირვებასაც კი იწვევს.
ჯანსუ დერეს თურქეთში ინტელექტუალ მსახიობს უწოდებენ, რომლის შინაგანი კულტურა, გონება და განათლება მის ვიზუალში და მზერაშიც კი ჩანს. როდესაც პატარა იყო ბალერინობაზე ოცნებობდა, მოგვიანებით არქეოლოგობა სურდა და მეორად პროფესიად სტამბულის უნივერსიტეტში სწავლის დროს სწორედ ამიტომ აირჩია არქეოლოგია.
2000 წელს მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში და მესამე ადგილზე გავიდა. ეს ღონისძიება კი შოუ ბიზნესში ჯანსუს წარმატებისთვის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა, მალე ის პროფესიონალი მოდელი გახდა. 2002 წელს უკვე წარმატებული მოდელი იყო, როდესაც თურქულ ფილმში ეპიზოდური როლი შესთავაზეს.
ამ როლით მან თურქი რეჟისორების ყურადღება მიიპყრო და მალე გადაიღეს პოპულარული სერიალი "სილა," რომელიც მსახიობის კარიერაში პირველი სერიოზული როლი იყო. 2009 წელს ჯანსუ კიდევ ერთ წარმატებულ თურქულ სატელევიზიო პროექტ "ეზელში." გადაიღეს და მალე ერთ-ერთ ავტორიტეტულ მსახიობად ჩამოყალიბდა.