გერმანიაში აღდგომის წინა სამი დღე ოფიციალური დასვენების დღეებია. წითელ პარასკევს ოჯახებში აუცილებლად თევზს მიირთმევენ, შაბათს ქუჩაში კოცონს ანთებენ და ფერდობებიდან კვერცხებს აგორებენ, რომლებიც ერთმანეთს ეჯახება და გამარჯვებული ის არის, ვისი დაგორებული კვერცხიც არ გატყდება, მთელი დარჩება.
კვირა დღეს მთელი ოჯახი ერთად საუზმობს, რის შემდეგაც ბავშვები სახლში

პოლონეთის ქალაქების ქუჩებში მამაკაცები აღდგომის წინ წვრილი წნელებით დადიან და ქალებს მსუბუქად ურტყამენ, რასაც გადმოცემით, მათთვის ჯანმრთელობა, სილამაზე და წარმატება მოაქვს. აცხობენ სხვადასხვა, მათ შორის, ადამიანის ფორმის შოკოლადისა და კვერცხის ნამცხვარს.
სააღდგომო სუფრაზე ხორცეული ჭარბობს, განსაკუთრებით ღორის ხორცისგან დამზადებული თეთრი ძეხვი ნივრითა და კაკლით. აღდგომის მეორე დღე "სველი ორშაბათია" ანუ სმიგუს-დინგუსი, როცა ქალები და მამაკაცები ერთმანეთს წყლით წუწავენ.
იტალიაში სააღდგომოდ სახლს საგანგებოდ ალაგებენ. სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ცხვრის ხორცი და კოლომბა – პასქის მსგავსი ნამცხვარი, მაგრამ აუცილებლად ლიმნის არომატით და ნუშით მოსარკლული.
კვირა დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე ასიათასობით ადამიანი იკრიბება რომის პაპის სადღესასწაულო ლოცვის მოსასმენად, მეორე დღეს კი ერთმანეთთან სტუმრად დადიან.

ფილიპინებზე აღდგომის შესახვედრად ჯერ მორალურად უნდა მოემზადო,- კათოლიკე მრევლი სოფელ სან პედროში ქრისტეს ჯვარცმის რიტუალს აცოცხლებს, მოხალისეებს ხის ჯვარზე ლურსმნით აკრავენ, ასევე, ყველას თვალწინ ამათრახებენ მათ, ვისაც ცოდვების გამოსყიდვა უნდა.
ამ დღისთვის კუნძულზეUუამრავი ტურისტი ჩადის, თუმცა, ფილიპინელებს უფრო ჰუმანური სააღდგომო ტრადიციაც აქვთ: მთავარ მოედანზე უზარმაზარ ქაღალდის ყვავილს დგამენ, რომლის ფერად ფურცლებს მექანიკური ჩიტები შლიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი აღდგომას ტრადიციული სააღდგომო სუფრით ხვდება- შემწვარი კარტოფილი ლორითა და ანანასით და ხილის სალათი დესერტად, ერთმანეთს კალათებს ჩუქნიან შეღებილი კვერცხებით.

საინტერესოა, რომ თითოეულ კვერცხში პატარა ქაღალდია კითხვით, რომელსაც აუცილებლად გულწრფელად უნდა უპასუხო. თეთრი სახლის წინ კი ქვეყნის პრეზიდენტი უბრალო მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობს სააღდგომო კვერცხის გაგორებაში.
დიდ ქალაქებში კოსტუმირებული კარნავალები და საზეიმო მსვლელობები იმართება, ბოსტონის მაღაზიებში კი უჩვეულო თოჯინები იყიდება, რომლებიც ბიბლიიდან ფრაზებს წარმოთქვამენ და ამ გზით აცნობენ პატარებს ბიბლიას.