15 იანვარი, 2021
ტრაგედია ცნობილი მილიარდერის ოჯახში, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - ტრაგედიის მიზეზმა კიდევ მეტი შეკითხვა გააჩინა
ლილი ლო ამერიკაში მცხოვრები ჩინელი მილიარდერის შთამომავალი იყო, რომელიც სულ ვარსკვლავების წრეში ტრიალებდა. ცნობილი ჩინელი დეველოპერის ქალიშვილი თავადაც წარმატებული ბიზნეს-ლედი გახლდათ. თითქოს ბედნიერად ცხოვრობდა და არაფერი მოასწავებდა ტრაგედიას. 34 წლის ლუს ამბავმა საზოგადოება შეძრა.

2020 წლის აგვისტოში მან ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც მარტო ზრდიდა. უცნობია მიზეზები, თუ რატომ გახდა მარტოხელა დედა და როდის დაშორდა ბავშვის მამას. თუმცა სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ძალიან აწუხებდა.
ამ დღეებში გამოჩნდა პრესაში შოკის მომგვრელი ინფორმაცია, რომ ლილი ლომ თავი მოიკლა. ქალი ჰონკონგში
იპოვეს საკუთარი პენტჰაუსის ფანჯრების ძირას - შიშველი, 5 თვის ბავშვით ხელში... სამწუხაროდ, ბავშვიც გარდაიცვალა.

გავრცელებული ვერსიაა, რომ მილიარდერის ქალიშვილს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა აქამდე არავის მისი გარემოცვიდან არ შეუნიშნავს ცვლილებები მის ხასიათში. სოციალურ ქსელშიც პოზიტიურ პოსტებს წერდა და სულ აღნიშნავდა, როგორ გააბედნიერა დედობამ. 

იხილეთ სრულად სტატია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS