14 იანვარი, 2021
ლეგენდარული "ფატმაგულის" სკანდალებით სავსე ცხოვრება - ვისთან რომანის გამო დაშორდა ქმარს ბერენ საათი
ბერენ საათი თურქული კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია, რომლის ფილმოგრაფიაშიც უკვე მრავლადაა ისეთი როლები, რომლებიც თურქული კინოს ლეგენდად იქცა.

ბერენს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ საერთაშორისოდ აღიარებული არტისტი, რადგანაც გარდა თურქული სერიალებისა, თუ ფილმებისა, მას "ნეტფლიქსის" სერიალებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული.

Rating

ბერენი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამავდროულად, ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ითვლება.

ის 36 წლისაა. მსახიობს წარსულში არაერთ პოპულარულ სახესთან რომანს მიაწერდნენ. ამბობენ, რომ თავის პირველ ქმარს სერიალ "ფატმაგულში" თავის პარტნიორთან, ენგინ
აქიურექთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო დაშორდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჭორად დარჩა და არავის დაუდასტურებია.

Rating

ბერენ საატი 2014 წელს მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული თურქი მუსიკოსი ქენან დოულია. წყვილის ქორწილი ლოს ანჯელესში შედგა.

Rating

გარდა თურქეთში დრამის საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარებისა, ბერენ საატი ნომინირებული იყო სეულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დრამის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოზე სერიალ "რა დააშავა ფატაგულში" შესრულებული ფატმაგულის როლისთვის.

2017 წელს ლათინოამერიკაში ის დრამის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს სერიალ „სიყვარული და სასჯელი“ შესრულებული როლისთვის.

Rating

ამ დროისთვის ბერენ საათს იღებენ "ნეტფლიქსის" სერიალში "აღმოსავლური ღამეები"

ბერენი ცდილობს სკანდალების გარეშე იცხოვროს და გარკვეულწილად ეს გამოსდის კიდეც. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ახალგაზრდული იერი იპყრობს. მართალია, 36 წლისაა, თუმცა შეუძლია 20 წლის გოგონას როლიც წარმატებით შეასრულოს.

ბერენი გამოირჩევა თავისი აქტივობებით, რომელიც ძირითადად მიმართულია თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ის იმ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ყოველთვის ხმას იმაღლებენ და მოძალადეების წინააღმდეგ ილაშქრებენ.

Rating

ბერენი სოციალურ პლატფორმებს ხშირად იყენებს ხოლმე ამ მიზნით.

ბერენს გარდასახვების დედოფალს უწოდებენ. შეუძლია სოფელში მცხოვრები ლამაზმანის როლიდან ოსმალეთის დედოფლად ტრანსფორმირდეს და თან ისე, რომ ვერც მიხვდეთ თუ საქმე ერთსა და იმავე მსახიობთან გაქვთ.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ზაზა
ბიბიკები უჩანს პირველ ფოტოზე
13:38 / 18-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ნაცი
მოკლედ რა საჭირბოროტო საკითხს შევეჭიდეთ? მგონი მელიას იჭერენ და იმას მივხედოთ.
21:47 / 12-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ლანა
ნეტავ ვინ მობოდა ჯერ ეს და მერე რომც არ გადაამოწმე და აქ ჩხაპნი, მართლა რომ საქართველოა თორემ ეხლა სასამართლოში აყუდებული იქნებიდი ნორმალურ სხვა ქცეყანაში ამის გამო, პირველი ქმარი ვინ ყავდა გაფიცებ მომწერე ერთი, თვითონ და მთელმა თურქეთმა იცის რომ ერთი ყავს და მასთან ცხოვრობს და შენ უფრო მეტი გცოდნია
18:55 / 27-01-2021
გამოხმაურება / 0 /
Tea
Ra lamazi egaris...magaze lamazebic arian..
05:02 / 27-01-2021
გამოხმაურება / 1 /
გიორგი
დასაწუნიც არ არის.
10:36 / 17-03-2021
Ujas
საიდან მოგყავთ ასეთი ცრუ ინფორმაციები.ბერენ ხაატი არ დაშორებული ქმარს.
13:09 / 18-01-2021
გამოხმაურება / 1 /
ნიცა
მართალი ხარ მე დამირეკა არ დავშორებულვარო
00:39 / 29-01-2021
გიორგი
რა უგავთ ამათ თურქების... ბიზანტიელებისა და ქართველების ჩამომავლები არიან უმეტესი მსახიობები იქ.
18:23 / 17-01-2021
გამოხმაურება / 1 /
გიორგი-ს
არამარტო ბერძნების და ქართველების,ასევე ჩერქეზების,ქურთების,ასირიელების,ლაზების,და სომხების,განსაკუთრებით ბალკანური წარმოშობის მსახიობები ჭარბობენ,ბოსნაკები.
14:43 / 19-01-2021
რა გინდა რო ქნა?!
ნეტავი ამნაირი საათი მქონდეს?! სულ წამოცმული მექნებოდა...
18:17 / 17-01-2021
გამოხმაურება / 2 /
სამართლიანი
მართალი ხარ ძალიან შთამბეჯდავი საათია
22:32 / 18-01-2021
რა გინდა რო ქნა?!--ს
მაგრამ მაგის ბედი შენ ვინ მოგცა?!))
12:47 / 25-01-2021
TOPS