ბერენს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ საერთაშორისოდ აღიარებული არტისტი, რადგანაც გარდა თურქული სერიალებისა, თუ ფილმებისა, მას "ნეტფლიქსის" სერიალებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული და მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა პოპულარული.
ბერენი თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და ამავდროულად, ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ითვლება.
ის 36 წლისაა. მსახიობს წარსულში არაერთ პოპულარულ სახესთან რომანს მიაწერდნენ. ამბობენ, რომ თავის პირველ ქმარს სერიალ "ფატმაგულში" თავის პარტნიორთან, ენგინ
ბერენ საატი 2014 წელს მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული თურქი მუსიკოსი ქენან დოულია. წყვილის ქორწილი ლოს ანჯელესში შედგა.
გარდა თურქეთში დრამის საუკეთესო ქალ მსახიობად აღიარებისა, ბერენ საატი ნომინირებული იყო სეულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დრამის საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოზე სერიალ "რა დააშავა ფატაგულში" შესრულებული ფატმაგულის როლისთვის.
2017 წელს ლათინოამერიკაში ის დრამის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს სერიალ „სიყვარული და სასჯელი“ შესრულებული როლისთვის.
ამ დროისთვის ბერენ საათს იღებენ "ნეტფლიქსის" სერიალში "აღმოსავლური ღამეები"
ბერენი ცდილობს სკანდალების გარეშე იცხოვროს და გარკვეულწილად ეს გამოსდის კიდეც. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ახალგაზრდული იერი იპყრობს. მართალია, 36 წლისაა, თუმცა შეუძლია 20 წლის გოგონას როლიც წარმატებით შეასრულოს.
ბერენი გამოირჩევა თავისი აქტივობებით, რომელიც ძირითადად მიმართულია თურქეთში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ის იმ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ყოველთვის ხმას იმაღლებენ და მოძალადეების წინააღმდეგ ილაშქრებენ.
ბერენი სოციალურ პლატფორმებს ხშირად იყენებს ხოლმე ამ მიზნით.
ბერენს გარდასახვების დედოფალს უწოდებენ. შეუძლია სოფელში მცხოვრები ლამაზმანის როლიდან ოსმალეთის დედოფლად ტრანსფორმირდეს და თან ისე, რომ ვერც მიხვდეთ თუ საქმე ერთსა და იმავე მსახიობთან გაქვთ.