Kumkum Bhagya ანუ „ბედის ირონია“, ასე ჰქვია ინდურ სერიალს, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჰიტად იქცა. სერიალს ჩვენთან „ქალური ბედნიერების“ სახელით იცნობენ და კარანტინის პერიოდში მისი ყურება დიასახლისების ნაწილის გასართობი საყვარელი საქმიანობაა
მრავალსერიანი ინდური სატელევიზიო დრამის პრემიერა 2014 წლლის 15 აპრილს შედგა და მისი გადაღებები ახლაც კი მიმდინარეობს. სერიალს საფუძვლად უდევს ჯეინ ოსტინის რომანი „გრძნობა და გონება.“
„ბედის ირონიაში“ ამბავი დაიწყო პრაგიას, ბულბულისა და მათი დედის, სარლას ისტორიით, რომელსაც სურდა, რომ შვილები დაქორწინებულები ენახა, მოგვიანებით კი ამბავმა მიმართულება
2019 წლის მარტში სერიალში აბჰი და პრაგია ერთმანეთს დაშორდნენ და სერიალი გაგრძელდა ამ ამბიდან 20 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენებით. გამოჩდნენ პრაგიასა და აბჰის ტყუპი ქალიშვილები პრაჩი და რეა და აბჰი და პრაგიაც პირისპირ 20 წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.
პრაგიას როლს მსახიობი სრითი ჯა ასრულებს. ის ინდური საპნის ოპერების ვარსკვლავია, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ პრაგიას როლმა მოუტანა. მსახიობი 1986 წლის 26 თებერვალს დაიბადა ბიჰარში, შემდეგ კი ოჯახთან ერთად კოლკატაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 10 წელი ცხოვრობდა, მოგვიანებით საცხოვრებლად ნეპალში, კატმანდუში წავიდა, ხოლო შემდეგ, ახალ დელიში, სადაც სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა.
პრაგიას როლით სრითიმ Indian Telly Award-სზე საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული მოიპოვა. მსახიობი შესანიშნავად ფლობს ინდური ცეკვის ხელოვნებას.
აბჰი მეჰრას როლს მსახიობი შაბირ ალუვალია ასრულებს. შაბირი ინდოეთში გამოცდილ და წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა. გარდა მსახიობობისა და სხვადასხვა პოპულარული ტელეგადაცემების წამყვანიცაა.
შაბირი 1979 წლის 10 აგვისტოს დაიბადა. მას დასავლური განათლება აქვს მიღებული, კერძოდ კი, აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში სწავლობდა.
შაბირი დაქორწინებულია მსახიობ კანჩი კაულზე. წყვილი 2011 წლიდან ერთადაა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ.
შაბირიც და სრითიც სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით კი „ინსტაგრამზე“ სადაც ორივე მათგან მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. ისინი ხშირად აქვეყნებენ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ფოტოებს და მარავლწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ.