15 ოქტომბერი, 2020
„მეგონა, ძმას ვკოცნიდი“ - გვინეტ პელტროუმ და ქეით ჰადსონმა აღიარეს, თუ რომელ ეკრანულ პარტნიორთან აკავშირებთ ყველაზე ცუდი კოცნა
ჰოლივუდის ვარსკვლავები, გვინეტ პელტროუ და ქეით ჰადსონი წლებია საუკეთესო მეგობრები არიან.

ისინი ხშირად საუბრობენ ჟურნალისტებთან საერთო თავგადასავლებზე და სახალისო ისტორიების მოყოლას არ ერიდებიან. ამჯერად ქეითი გვინეტის Gოოპ პოსდკასტის ტუმარი იყო, სადაც მეგობრებმა გადაწყვიტეს გულახდილად ესაუბრათ. 

გვინეტმა ქეითს ჰკითხა, თუ რომელ ეკრანულ პარტნიორთან კოცნა იყო მისთვის ყველაზე სასიამოვნო, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ქეითმა აღიარა, თუ ვისთან კოცნა იყო მისთვის ყველაზე უსიამოვნო.

"გულწრფელად რომ ვთქვა, არ მქონია საუკეთესო კოცნა, უბრალოდ ზოგიერთი კოცნა იყო სხვებზე უკეთესი",
- თქვა ჰადსონმა. მსახიობის თქმით, ყველაზე უსიამოვნო მეთიუ მაკკონაჰთან კოცნა იყო ფილმში Fool's Gold.

Rating

"ყოველ ჯერზე, როცა მას ვკოცნიდი, ან ქარი უბერავდა, ან სახეში რაღაც გვეყრებოდა, იცი, რომ გადაღებები ოკეანის სანაპიროზე გვქონდა, სახეზე ქვიშა გვეყრებოდა, მაინცდამაიც კოცნის სცენის გადაღების დროს ხდებოდა ეს", - თქვა ჰადსონმა.

გვინეტ პელტროუმ კი თქვა, რომ საშინელი კოცნის გამოცდილება აქვს რობერტ დაუნი უმცროსთან. გვინეტის თქმით, როდესაც მას ჰკოცნიდა, ეგონა, რომ ძმას კოცნიდა და ეს კოშმარი იყო. ისინი ერთად თამაშობენ ფილმში - Spider-Man: Homecoming.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS