მთელი შოუ-ბიზნესის ელიტა იქ იყო, მათ შორის ყოფილი ქმარი ფილიპ კირკოროვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრე ბუინოვი, დიმა ბილანი, მიხაილ ჟვანევკი, ქალიშვილი ქრისტინე ორბეკაიტე ქმართან, მიხაილ ზემცოვთან და შვილებთან ერთად. იუბილარს ყვითელი ყვავილების თაიგულები მიართვეს, რომელიც გამორჩეულად უყვარს.
საჩუქრებს შორის "ბუ" და ოქროს
პუგაჩოვა რესტორანში ახალგაზრდა და ჯერჯერობით ბოლო ქმართან, მაქსიმ გალკინთან და დიდი ხნის მეგობარ ალინა რედელთან ერთად გამოცხადდა. ის უძვირფასესი სამკაულებით და სრულიად ახალი ვარცხნილობით ბრწყინავდა. სტუმარმა მამაკაცებმა მისთვის კომპლიმენტები არ დაიშურეს, გულაჩუყებულმა ფილიპ კირკოროვმა კი "თავისი ცხოვრების მთავარი ქალი" უწოდა.