კელი ამტკიცებს, რომ პლუს ზომის ქალი მომხიბვლელი და სასურველია და რომ მოდელობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, 90/60/60 კი უკვე მოძველებული და სტერეოტიპად ქცეული პარამეტრებია.
კელი 40 წლისაა და შთამბეჭდავად გამოიყურება. მისი ახალი ფოტოები კი, სადაც 2021 წლის ტრენდულ საცურაო კოსტიუმებს უწევს რეკლამას, სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო.
პოპულარული მოდელი ოქროსფერ, ნაცრისფერ, ცისფერ და ასევე ლეოპარდის
კელი ხშირად ამბობს, რომ ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო პოზიტიურად აზროვნებაშია. "მე ასე ვიქცევი, ვცდილობ, არ გადავღალო გონება ნეგატივზე ფიქრით", - ამბობს მოდელი.
მას იტალიელი ბოიფრენდი ჰყავს, რომელიც 35 წლისაა. "ის გიჟდება ჩემს ფორმებზე და იცით, რაღაცას გეტყვით, ქალი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მეტად უმჯობესდება სექსის ხარისხი,იმიტომ რომ უფრო თავდაჯერებული ხდები, უფრო მეტი გამოცდილება გაქვს, იცი, რა განიჭებს სიამოვნებას", - ამბობს კელი ერთ-ერთ ინტერვიუში.