"არაფერი, ეს უბრალოდ ჩემი დაბადების დღის სამოსია", - წერს გვინეტ პელტროუ.
მსახიობი მადლობას უხდის ერთ-ერთ კოსმეტიკურ ბრენდს და როგორც აღნიშნავს, ის რომ ჯერ კიდევ შეუძლია გაშიშვლდეს და საზოგადოების წინაშე შიშველი სხეული წარმოაჩინოს, სწორედ კოსმეტიკური საშუალებების დამსახურებაა.
"მადლობა, რომ მაფიქრებინებთ, ჯერ კიდევ შემიძლია გავიხადო", - წერს მსახიობი.გვინეტის ახალმა ფოტომ აღფრთოვანება დაიმსახურა და ქათინაურები მიიღო
"რა ლამაზი გოგო ხარ და როგორი შთამაგონებელი", - წერს კორტნი კოქსი.
ვანესა ჰაჯენსმა კი თავისი ემოციები ერთი სიტყვით გამოხატა: wow.
აღფრთოვანება არც მისმა შვილმა, ეფლ მარტინმა დამალა.