21 სექტემბერი, 2020
ჭარბწონიანობიდან სილამაზის დედოფლობამდე - 26 წლის გოგოს დაუჯერებელი ამბავი
26 წლის გოგონა, რომელიც წლების განმავლობაში ჭარბ წონას ებრძოდა, დიდი ბრიტანეთის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგორც "დეილი მეილი" წერს, ჯეინ ეტკინს წონის დაკლებაზე უფრო მეტად ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევა გაუჭირდა.

Rating

ჭარბი წონის დროს ის საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო. ადამიანები მსუქანს ეძახდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისგან "არაფერი დადგებოდა."

ყოველივეს გამო ჯეინს ფსიქოლოგის დახმარება და ფსიქოლოგიური კურსის გავლა დასჭირდა.

Rating

საბედნიეროდ, რთული და წინააღმდეგობებით სავსე წარსული გოგონამ უკან მოიტოვა და ახლა მის ცხოვრებაში ბედნიერების ეტაპი დადგა. ჯეინმა "მის
დიდი ბრიტანეთის" ტიტული მოიპოვა და გარდა ამისა, ადამიანებს ჯანსაღ და სწორ კვებას ასწავლის.

მისი თქმით, კალორიების მიღება აუცილებელი იმისთვის, რომ გადარჩეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათი რაოდენობა. "დიეტა არ ნიშნავს შიმშილს", - ამბობს ჯეინი.

Rating

გოგონა გარდა სწორი კვებისა, რეკომენდაციას უწევს ვარჯიშს, სეირნობას და ამბობს, რომ მთავარია, იყოთ მოტივირებულები. 

"არასდროს დანებდეთ და არასდროს თქვათ უარი ოცნებებზე, სწორი დამოკიდებულებით ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ", - ამბობს ჯეინი.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლალი
ფეხზე რამხელა ფრჩხილები აქვს,ყანწებივით.ესეც მოდაა?
22:23 / 14-10-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS