16 სექტემბერი, 2020
სამეფო ოჯახმა მეგან მარკლი "მოკვეთა" – "რა ბედნიერი დრო ყოფილა, როცა მეგანი მათ ცხოვრებაში არ იყო"
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი 15 სექტემბერს 36 წლის გახდა. ჰარიმ სოციალურ ქსელებში არაერთი მილოცვა მიიღო მეგობრებისგან, ახლობლებისგან და რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებისგანაც.

სამეფო ოჯახის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე, ასევე პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის "ინსტაგრამის" გვერდზე ჰარისადმი დაბადების დღის მისალოცი ტექსტები და ფოტოები გამოაქვეყნეს.

Rating

ფანების ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიპყრო - სამეფო ოჯახის წევრებმა დაბადების დღე ჰარის ისეთი ფოტოებით მიულოცეს, სადაც ის მეუღლის, მეგან მარკლის გარეშეა აღბეჭდილი.

ყურადღება მიიპყრო ქეითისა და უილიამის გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც
მარათონში მონაწილე პრინცები ჩანან. ამ ფოტოში ადამიანებმა დამატებით იპოვეს ქვეტექსტი და კომენტარებში წერენ, რომ ბრიტანეთიდან "გაქცეულ პრინცზე" ეს ერთგვარი მინიშნებაა.

Rating

"რა კარგი შეხსნებაა იმ ბედნიერი პერიოდის, როცა მეგანი მათ ცხოვრებაში არ იყო".
"ძველი კარგი დრო";
"არ არის მეგანი, არის ბედნიერება" - წერენ ფოტოების კომენტარებში.

Rating

ცნობისთვის, ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ მათ ბრიტანეთიდან წასვლა სურდათ და სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარს ამბობდნენ. წყვილი საცხოვრებლად ჯერ კანადაში გადავიდა, ხოლო შემდეგ აშშ-ში. ცნობილია, რომ მათ 14-მილიონიანი სახლი იყიდეს ლოს-ანჯელესში, სადაც შვილთან, პატარა არჩისთან და მეგანის დედასთან ერთად ცხოვრობენ.

Rating

აღსანიშნავია, რომ მეგანი აპირებს სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს და მან "ნეტფლიქსთან" უკვე კონტრაქტიც გააფორმა. როგორც "დეილი მაილი" წერს, აღნიშნული ფაქტით, დედოფალი ელისაბედი აღშფოთებულია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
არა ტროლი
სად ნახა ეს ას ... გადამხტარი. კაცს ასეთი Aშესაძლებლობებით ასსჯერ უკეთესს ქალს ნახავდა მაგრამ ჩოილარია და მეტი არ ეკუთვნის ჩოილარს
23:17 / 20-09-2020
გამოხმაურება / 0 /
izi
სხვები უინტერესოა--- ბავშვია საოცრება
21:13 / 18-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS