სამეფო ოჯახის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე, ასევე პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის "ინსტაგრამის" გვერდზე ჰარისადმი დაბადების დღის მისალოცი ტექსტები და ფოტოები გამოაქვეყნეს.
ფანების ყურადღება ერთმა გარემოებამ მიიპყრო - სამეფო ოჯახის წევრებმა დაბადების დღე ჰარის ისეთი ფოტოებით მიულოცეს, სადაც ის მეუღლის, მეგან მარკლის გარეშეა აღბეჭდილი.
ყურადღება მიიპყრო ქეითისა და უილიამის გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც
"რა კარგი შეხსნებაა იმ ბედნიერი პერიოდის, როცა მეგანი მათ ცხოვრებაში არ იყო".
"ძველი კარგი დრო";
"არ არის მეგანი, არის ბედნიერება" - წერენ ფოტოების კომენტარებში.
ცნობისთვის, ჰარიმ და მეგანმა 2020 წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ მათ ბრიტანეთიდან წასვლა სურდათ და სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარს ამბობდნენ. წყვილი საცხოვრებლად ჯერ კანადაში გადავიდა, ხოლო შემდეგ აშშ-ში. ცნობილია, რომ მათ 14-მილიონიანი სახლი იყიდეს ლოს-ანჯელესში, სადაც შვილთან, პატარა არჩისთან და მეგანის დედასთან ერთად ცხოვრობენ.
აღსანიშნავია, რომ მეგანი აპირებს სამსახიობო კარიერას დაუბრუნდეს და მან "ნეტფლიქსთან" უკვე კონტრაქტიც გააფორმა. როგორც "დეილი მაილი" წერს, აღნიშნული ფაქტით, დედოფალი ელისაბედი აღშფოთებულია.