16 სექტემბერი, 2020
კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს 800 000 დოლარიანი ნიშნობის ბეჭედი აჩუქა - თვალისმომჭრელი ბრწყინვალება
მედიაში რამდენიმე კვირაა წერენ იმის შესახებ, რომ ფეხბურთის სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ საყვარელ ქალს, ჯორჯინა როდრიგესს ხელი სთხოვა. წყვილს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ჟურნალისტებმა უკვე ყველაფერი გაარკვიეს და მათ შორის ისიც, თუ როგორი ნიშნობის ბეჭედი უყიდა კრიშტიანუმ საყვარელ ქალს.

Rating

როგორც გამოცემა ტჰე სუნ-მა გაარკვია, რონალდუმ ჯორჯინას 800 000 დოლარიანი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი აჩუქა. გამოცემის ცნობით, ასეთი ძვირადღირებული ბეჭედი რომანტიკული პარტნიორისთვის აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ უყიდია. კრიშტიანუ პირველია, ხოლო მეორე ადგილს ამ კუთხით ინგლისელი
მეკარე ჟორდან პიკფორდი იკავებს, რომელმაც ცოლს დაახლოებით, 650 000 დოლარიანი ბეჭედი აჩუქა.

რამდენიმე კვირის წინ კრიშტიანუმ და ჯორჯინამ "ინსტაგრამზე" რომანტიკული საღამოს ამსახველი ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნეს. ვარაუდობენ, რომ ნიშნობის ცერემონია სწორედ მაშინ გაიმართა.

Rating

წყვილი წლებია ერთად ცხოვრობს და სტაბილური ურთიერთობა აქვთ. ისინი 4 შვილს ზრდიან, რომელთაგან ერთი მათი ბიოლოგიური შვილია, ხოლო სამი სუროგაციის გზითაა გაჩენილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
როკო
რამდენ თანხებს ახარჯავს ქალებს რომ არ თქვან გეია
02:13 / 17-01-2021
გამოხმაურება / 0 /
ელგუჯა
გაიკეთოს და ჩამოვიდეს სტუმრად.
09:46 / 28-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS