რეკორდსმენს ასობით ადამიანი უყურებდა, რადგანაც მინის ყუთი ხალხით სავსე მოედანზე იყო მოთავსებული და ადამიანებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ სანახაობისთვის.
ჯოზეფის თქით, ყინულისგან გამოწვეულ აუტანელ ტკივილს იმით გაუძლო, რომ პოზიტიურ საკითხებზე ფიქრობდა და ემოციებს მართავდა.
"ტკივილს
ავსტრიელი მამაკაცი გეგმავს, რომ თავისი რეკორდი გააუჯობესოს და 2021 წელს ლოს ანჯელესს ესტუმროს, სადაც აპირებს, რომ კვლავ მოთავსდეს ყინულებით სავსე კაბინაში.
კებერლის პირადი რეკორდი არის მსოფლიო რეკორდიც, რადგანაც აქამდე ყინულში ამდენ ხანს ვერავინ გაძლო.
აღნიშნული სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა და ზოგიერთი ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა.
"ლეონარდო დიკაპრიოს რომ ეს შეძლებოდა, ხომ აღარ გაიყინებოდა?! მგონი, "ტიტანიკში" ჯეკის როლში ეს კაცი უნდა ყოფილიყო", - წერენ "ფეისბუქ" კომენტარებში.