16 სექტემბერი, 2020
მამაკაცმა ყინულით სავსე ყუთში 2 საათზე მეტი გაატარა და რეკორდი დაამყარა - "დიკაპრიოს ეს რომ შესძლებოდა, ხომ გადარჩებოდა?!"
ავსტრიელმა მამაკაცმა 2 საათზე მეტი დრო გაატარა ყინულით სავსე ყუთში და ამით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა. ჯოზეფ კებერლი ჩაჯდა მინის ყუთში, რომელიც სავსე იყო ყინულის კუბებით და მას ყინული მხრებამდე სწვდებოდა. ყუთში ჯოზეფმა 2 საათი, 30 წუთი და 57 წამი დაჰყო.

Rating

რეკორდსმენს ასობით ადამიანი უყურებდა, რადგანაც მინის ყუთი ხალხით სავსე მოედანზე იყო მოთავსებული და ადამიანებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ სანახაობისთვის.

ჯოზეფის თქით, ყინულისგან გამოწვეულ აუტანელ ტკივილს იმით გაუძლო, რომ პოზიტიურ საკითხებზე ფიქრობდა და ემოციებს მართავდა.

Rating

"ტკივილს
ვებრძოდი სასიამოვნო რაღაცების ვიზუალიზაციით და პოზიტივზე კონცენტრაციით", - უთხრა რეკორდსმენმა ჟურნალისტებს.

Rating

ავსტრიელი მამაკაცი გეგმავს, რომ თავისი რეკორდი გააუჯობესოს და 2021 წელს ლოს ანჯელესს ესტუმროს, სადაც აპირებს, რომ კვლავ მოთავსდეს ყინულებით სავსე კაბინაში.

კებერლის პირადი რეკორდი არის მსოფლიო რეკორდიც, რადგანაც აქამდე ყინულში ამდენ ხანს ვერავინ გაძლო.

Rating

აღნიშნული სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა და ზოგიერთი ხუმრობის ხასიათზეც კი დააყენა.

"ლეონარდო დიკაპრიოს რომ ეს შეძლებოდა, ხომ აღარ გაიყინებოდა?! მგონი, "ტიტანიკში" ჯეკის როლში ეს კაცი უნდა ყოფილიყო", - წერენ "ფეისბუქ" კომენტარებში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნიკა
შესძლებია დიკაპრიოს, გადარჩა და დაჟე მაგრად გასუქდა
16:49 / 12-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS