09 სექტემბერი, 2020
ნიგერიელი ქალი ორი შვილით ქმარმა ცისფერი თვალების გამო მიატოვა
რისიკატ აზიზ აიგბემენი ორ შვილს ზრდის და ნიგერიის ქალაქ ილორინიში ცხოვრობს. როგორ ქალი ამბობს, თვალის ფერის გამო სამშობლოში არაერთხელ ჰქონია პრობლემა.

ბავშვობაში კი მშობლებმა თვალის ექიმთანაც მიიყვანეს, რადგან ეგონათ, რომ შვილს თვალების სპეციფიკური დაავადება ჰქონდა. სკოლაში აზიზი მანამ არ მიიღეს, სანამ ექიმისგან სპეციალური ცნობა არ მიიტანა, სადაც ეწერა, რომ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არანაირი დაავადება არ ჰქონდა.

მოგვიანებით ქალი გათხოვდა და როი შვილი შეეძინა, რომელთაც დედის მსგავსად ულამაზესი ცისფერი თვალები გამოყვათ. ამის გამო ქალი
ორ შვილთან ერთად ქმარმა მიატოვა, რადგან ვერ შეეგუა, რომ ოჯახში სამ ცისფერთვალება ქალთან ცხოვრობდა.

ნიგერიაში გავრცელებული მითის მიხედვით, ცისფერი თვალები მხოლოდ ალქაჯებს აქვთ.

Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნინო
რა ლამაზები ხართ,თქვენი მიტოვება იქნებოდა?
16:27 / 01-12-2020
გამოხმაურება / 0 /
xyz
შესაძლოა, ეს ვარდენბურგის სინდრომი იყოს
22:48 / 19-10-2020
გამოხმაურება / 0 /
მე
დაახვიეთ მანდედან და ჩადით, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში და აშენდებით, ისეთი ლამაზები ხართ!
10:11 / 05-10-2020
გამოხმაურება / 0 /
ინგა ნ.
ნორმალურ ქვეყანაში ფოტომოდელები იქნებოდნენ, ისეთი შთამბეჭდავი სახეები აქვთ.
12:15 / 16-09-2020
გამოხმაურება / 0 /
კატო
რა ლამაზები არიან.ქმარი რა ბნელია!
23:08 / 15-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS