04 სექტემბერი, 2020
"ანჯელინას ორეული უპოვია, მგონი, თავს იტანჯავს", - ბრედ პიტს 68 წლის კაცზე დაქორწინებული შეყვარებული ფანებმა დაუწუნეს
ჰოლივუდის ვარსკვლავის 56 წლის ბრედ პიტისა და 27 წლის მოდელის, ნიკოლ პოტურალსკის სიყვარულის ამბავი ბოლო დღეების მთავარ სკანდალად იქცა. ბრედსა და ნიკოლს შორის 29-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.

Rating

თუმცა სკანდალის მიზეზი მხოლოდ ეს არ გამხდარა. როგორც აღმოჩნდა, ნიკოლი ოფიციალურ ქორწინებაშია გერმანელ ბიზნესმენ, როლანდ მერისთან, რომელიც ასევე ასაკოვანი მამაკაცია. როლანდი 68 წლისაა. წყვილს 7 წლის შვილიც ჰყავთ.

Rating

ტაბლოიდების ცნობით, როლანდი ე.წ. თავისუფალი ქორწინების მომხრეა და ნიკოლს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობას არ უკრძალავს.

"დეილი მეილთან" წყარო ყვება, რომ მას შემდეგ,
რაც ბიზნესმენმა ბრედისა და ნიკოლის რომანის შესახებ შეიტყო, ის თავს "ფილოსოფიურად" გრძნობს.

Rating

საზოგადოების კრიტიკის მიზეზი ბრედი ახალი სიყვარულის გარეგნობის გამო გახდა. გოგონა ულამაზესია, ამას ყველა აღიარებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის ძალიან ჰგავს პიტის ყოფილ ცოლს, ანჯელინა ჯოლის.

"მას ისევ ანჯელინა უყვარს და ქალებში მის მსგავსს ეძებს, ეს გოგოც ალბათ იმიტომ აირჩია, რომ ენჯის ძალიან ჰგავს";

"ეს კაცი ანჯელინას თავს ვერასდროს დააღწევს, შეხედეთ, ნიკოლი როგორ ჰგავს ჯოლის",

"ვფიქრობ, ბრედი თავს იტანჯავს, სხვანაირად ანჯელინას მსგავს ქალთან ურთიერთობას არ დაიწყებდა",

"ნუთუ, ქალები დაილია?! დედამიწაზე ენჯის ორეული ჰყოლია და ისიც ბრედს უპოვია", - წერენ სოციალურ ქსელში.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
:)
ერთი მე ვგავარ ბრედ პიტს და მეორე ეს გოგო - ანჯელონა ჯოლის!
02:48 / 09-11-2020
გამოხმაურება / 0 /
ნოდარი
რა ორეული, თვალებში ვეღარ იხედებით, სად ანჯელინა და სად ეს ცხვირმოუხოცავი სლავი გოგო...
11:37 / 05-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS