31 აგვისტო, 2020
ვარსკვლავების ფოტოგრაფმა, 10 წლის აუტისტ შვილს ძილის წამალი დაალევინა, პირში ღრუბელი ჩაუდო, შემდეგ კი, პოლიციას ჩაბარდა
ვარსკვლავების ფოტოგრაფი, 40 წლის ოლგა ფრიმენი ლონდონში დააკავეს. მან შვილს, 10 წლის ბიჭს, რომელიც აუტისტური სპექტრის იყო, ძილის წამალი დაალევინა, პირში ღრუბელი ჩაუდო. ამ ყველაფრის გამო ბიჭი გარდაიცვალა.
ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ოლგამ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ შვილი მოკლა. ხოლო შემდეგ პოლიცია თავადვე გამოიძახა.

ადგილზე მისულ პოლიციას 10 წლის დილანი გარდაცვლილი დახვდა, ოლგა ფრიმენი კი შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. პოლიციის განცხადებით, ქალი დეპრესიაში იყო, ანტიდეპრესანტებს სვამდა და შვილსაც ხშირად ასმევდა ძილის წამლებს.

დაკავებული ამბობს, რომ მას
შვილმა ცხოვრება და კარიერა მოპარა. ოლგა წარმოშობით რუსია და ის დაქორწინებული იყო ფოტოგრაფ დინ ფრიმენზე, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ბავშვი კი ხან მამასთან ცხოვრობდა, ზოგჯერ კი დედასთან.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, დინ ფრიმენი ესპანეთში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას დინმა თქვა, რომ ბავშვი ძალიან მხიარული და ნიჭიერი იყო და ძალიან უყვარდა მოგზაურობა. სწორედ ამიტომ, ხშირად დაჰყავდა სამოგზაუროდ.
ოლგა ფრიმენი ახლა დაკავებულია და სასამართლოს განაჩენს ელოდება.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნანა
ქართველის ნამდვილი სახე მანახეთ ერთი განსაცდელისას,პაპიძეა ქართველი ქალის სახე?რო მიდგებით უცებ რუსს?კარგი და ცუდი ყველგანაა ხალხნო,რა გჭირთ?
17:27 / 05-09-2020
გამოხმაურება / 1 /
:(
ამ დოზით არა როგორც რუსეთში,ღმერთმა დაგვიფაროს...
13:03 / 02-11-2020
რუსი თუ იზამდა
რუსის ნამდვილი სახე განსაცდელისას !
08:51 / 04-09-2020
გამოხმაურება / 0 /
იიიი
იდიოტი ლოთი რუსი
17:28 / 02-09-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS