22 აგვისტო, 2020
ქალმა ყოფილ სასიძოს ფეხსაცმელები დაუჭრა - კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა
სიძეებისა და სიდედრების ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, იდეალური არ არის და ასეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ რთული და კონფლიქტით სავსე ურთიერთობა აქვთ ყოფილ სასიძოებსა და სასიდედროებსაც.

მაგალითად, ბრიტანელმა ქალმა თავის ყოფილ სიძეს ძვირადღირებული სავარჯიშო ფეხსაცმელები დაუჭრა და ამის გამო სასიძოს მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. 
თავდასხმის შედეგად ენ ფორესტს მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიაყენა და იმდენად მძიმე, რომ ელენთა დაუზიანა. 

პეიჯ ბრიტი შეყვარებულს ქაილ ჯილიანს მაშინ დაშორდა, რაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცს არამდგრადი ხასიათი
ჰქონდა და მათი ურთიერთობა დაიძაბა. დაშორების შემდეგ, კაცმა მოითხოვა, რომ მისთვის თავისი ძვირადღირებული ფეხსაცმელები დაებრუნებინათ, ხოლო ყოფილმა სასიდედრომ ფეხსაცმლის ნაკუწებად დაჭრა გადაწყვიტა და ასეც მოიქცა.

როდესაც ბიჭმა დანაკუწებული ფეხსაცმელი დაინახა ყოფილ სასიდედროს სასტიკად სცემა და სახლში უმძიმეს მდგომარეობაში დატოვა. ქალს შინაგანი სისხლდენა დაეწყო.

სახლში დაბრუნებულ ქალიშვილს დედა უგონო მდგომარეობაში დახვდა. გოგონამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და აღმოჩნდა, რომ ელენთა ჰქონდა გახეთქილი.

ქალი ამჟამად თავს კარგად გრძნობს. აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ორივე - ყოფილი სასიდედრო და სასიძო დააკავა და ახლა ისინი სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლასა ავსტრალია
კაი უქნია . :)
20:49 / 31-08-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS