01 აგვისტო, 2020
რა ნახა წყვილმა საბარგულში მას შემდეგ, რაც უჩვეულო ხმები შემოესმათ?
ბრიტანელი წყვილი თავიანთი ორი ბავშვით არდადეგების გასატარებლად საფრანგეთში მიდიოდა. როდესაც გზად ბენზინ გასამართ სადგურთან გაჩერდნენ, მანქანის უკანა ნაწილიდან ხმაური შემოესმათ.

მათ მანქანის საბარგული გახსნეს და იქ ორი მიგრანტი აღმოაჩინეს. მანქანის მეპატრონე ყოველივემ ააღელვა გააბრაზა და ყვირილი დაიწყო, ხოლო დაბნეული მიგრანტები საბარგულიდან გადმოხტნენ და იქვე ბუჩქებს შეაფარეს თავი.

ბრიტანული ოჯახი ჯერ ძალიან შეაშინა ნანახმა, შემდეგ კი გაკვირვებულნი უყურებდნენ. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ვიდეოც გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სამართალდამცველებმა მიგრანტების პოვნა მარტივად შეძლეს. ისინი არასრულწლოვანი ბიჭები, 16
წლის მოზარდები არიან გვინეადან.

მათი თქმით, მანქანაში ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურთან შეიპარნენ იმ მიზნით, რომ დიდ ბრიტანეთამდე მიეღწიათ. ბიჭებს ეგონათ, რომ ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მანქანის მეპატრონეების მიმართულება სულ სხვა იყო.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS