მათ მანქანის საბარგული გახსნეს და იქ ორი მიგრანტი აღმოაჩინეს. მანქანის მეპატრონე ყოველივემ ააღელვა გააბრაზა და ყვირილი დაიწყო, ხოლო დაბნეული მიგრანტები საბარგულიდან გადმოხტნენ და იქვე ბუჩქებს შეაფარეს თავი.
ბრიტანული ოჯახი ჯერ ძალიან შეაშინა ნანახმა, შემდეგ კი გაკვირვებულნი უყურებდნენ. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ვიდეოც გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სამართალდამცველებმა მიგრანტების პოვნა მარტივად შეძლეს. ისინი არასრულწლოვანი ბიჭები, 16
მათი თქმით, მანქანაში ერთ-ერთ ბენზინ გასამართ სადგურთან შეიპარნენ იმ მიზნით, რომ დიდ ბრიტანეთამდე მიეღწიათ. ბიჭებს ეგონათ, რომ ოჯახი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა, თუმცა მოგვიანებით გაარკვიეს, რომ მანქანის მეპატრონეების მიმართულება სულ სხვა იყო.