29 ივლისი, 2020
16 წლის გოგონა ბიძამ მე-11 სართულიდან გადმოაგდო იმის გამო, რომ მოზარდმა ის ძალადობაში ამხილა - ირანში მომხდარი შემზარავი ფაქტი
ირანში მოზარდი გოგონა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც სავარაუდოდ, ბიძამ მე-11 სართულიდან გადგმოაგდო. აღნიშნულის შესახებ "დეილი მეილი" წერს.

არსებული ინფორმაციით, 16 წლის ფატმა გოზათი ბიძამ მოჯთაბა ნამდარმა ჯერ სცემა, მერე კი, შენობის მაღალი სართულიდან გადმოაგდო. ყოველივე კი იმის გამო მოხდა, რომ გოგონამ ოჯახს და ახლობლებს ბიძის მხრიდან ძალადობის შესახებ შეატყობინა. შემთხვევა თეირანის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

ირანული მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა გოგონას ბიძა დააკავეს, თუმცა ორ კვირაში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გოგონას დედა დარწმუნებით ამბობს, რომ მისი შვილი
ნამდარმა მოკლა და აღნიშნულის შესახებ ირანის საერთაშორისო ტელევიზიასთან საუბრობს.

"ჩემი გოგონა მან ფანჯრიდან გადააგდო, ჩემს თვალწინ. ახლა კი, გირაოთი გაათავისუფლეს და თავისუფლად დადის. ის ახლა ჩემს ვაჟს ემუქრება და ეუბნება, რომ ახლა მისი სიკვდილის ჯერი დადგა.

მითხარით, მსოფლიოში კიდევ რომელიმე ქვეყანა, სადაც ათავისუფლებენ დამნაშავეს მაშინ, როდესაც ყველა მტკიცებულება სახეზეა, როცა დანაშაულის მოწმეები არიან", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას დედა.

მისივე თქმით, მოჯთაბა ნამდარის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მთელი ოჯახი საფრთხეშია და ყოველდღე ელოდება, რომ მამაკაცი რაიმეს დაუშავებს. ქალი სამართალდამცველებს სთხოვს, რომ დაიცვან მისი ოჯახი და სამართალი ერთხელ და სამუდამოდ აღსრულონ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მარი
საქართველოში იმდენი მკვლელობა ხდება წარმომიდგენია უცხოელები რას წერენ ჩვენზე, თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე, რადგან მუსლიმანები არიან უნდა ვლანძღოთ? რა მნიშვნელობა აქვს ვინ სადაურია, ამდენი შეურაცყოფა და სიძულვილი არ შეიძლება
14:56 / 09-08-2020
გამოხმაურება / 0 /
Tamo
დედაბუდიანად გასაწყვეტია ეს საძაგელი ერი... ზოგი ძმისშვის ცეცხლს უკიდებს, ზოგი აივნიდან აგდებს. რა ხდება... ვის სჭირდება ასეთი ხალხი... ჩვენთან კი დაპარპაშობენ ოხრად....
12:18 / 01-08-2020
გამოხმაურება / 3 /
მარი
ხო და საქართველოში ხო საერთოდ არ ხდება მკვლელობა პოლიციაც ისეთი გვყავს რო ვის რას შეარჩენს, ვლანძღოთ უცხოელები, ჭავჭავაძის ლექსი გამახსენდა ,, ბედნიერი ერი,,
14:52 / 09-08-2020
...
სანთელი და წითელი კვერცხი იმ ხელით გიჭირავს, რომლითაც ეს სიბრძნე დაწერე ახლა?
12:30 / 11-08-2020
მარინა
ხომ უხაროდათ თავის დროზე ისლამური რევოლუციის გამარჯვება? ნორმალურად მოაზროვნე ირანელები მეცოდება, თორემ ბევრი ახლაც ემხრობა მაგ ველურობას.
17:34 / 12-08-2020
დიტო
თქვენი ურჯულო დედავატირე, ყურანში ეგ გიწერიათ თქვე ტვინით ავადნყოფებო? ასეთუ სახელმწიფოები ნამდვილად არ უნდა არსებობდეს .
22:24 / 30-07-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS