ადამიანთა დიდ ნაწილს გამოუცდია განშორების სევდა. ასეთ ამბავს ყველა სხვადასხვაგვარად ხვდება და სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ზოგიერთს ყოფილის სახელის გაგონებაც კი არ სურს, შლის ფოტოებს, ბლოკავს სოციალურ ქსელებში და ცდილობს მასზე არ იფიქროს.
ზოგი ცდილობს, დაიბრუნოს ძველი ურთიერთობა და ყველაფერს აკეთებს ძველი კავშირის აღდგენის მიზნით და არიან ისეთებიც, რომლებიც შვებას ყოფილებზე შურისძიებაში პოულობენ.
ყოფილზე განაწყენებულმა ერთ-ერთმა ავსტრალიელმა მამაკაცმაც შურისძიება გადაწყვიტა. როგორც საიტი მეტრო წერს, კაცმა მთელი ქალაქის მასშტაბით მონსტრის ფოტოების ამსახველი პოსტერები გამოაკრა, მათზე დაწერილი იყო მისი ყოფილი
ერთი შეხედვით, ყოველივე შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ საერთოდ არ ეცინება ქალს, რომელიც პოსტერების გამოკვრის დღიდან უამრავ უცნაურ ზარს იღებდა და შეშინებული იყო.
„ამ ყველაფერმა საშინლად იმოქმედა და გამანადგურა, ჩემი გრძნობები გათელა“, - ამბობს ჯესიკა.
ის ჰყვება, რომ უამრავ ზარს იღებდა, როგორც დღის განმავლობაში, ასევე ღამით და უცნობი ადამიანები ტელეფონში უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ. ქალი იძულებული გახდა
ტელეფონის ნომერი შეეცვალა. მისივე თქმით, ვერასდროს იფიქრებდა, თუ ყოფილი პარტნიორი ასე მოექცეოდა.
რაც შეეხება დაშორების მიზეზს, როგორც ჯესიკა ამბობს, მან ყოფილი შეყვარებულის ტელეფონში სხვა ქალთან მიმოწერა აღმოაჩინა და ჩათვალა, რომ ის ღალატობდა.