ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალება მშიერ კუჭზე ალკოლის მიღებამ გამოიწვია.
მეგობრები ამბობენ, რომ ელისი ალკოჰოლიკი არ ყოფილა, უფრო მეტიც, ის შორს იყო ალკოჰოლისგან და ცდილობდა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ეცხოვრა. მეგობრების ინფორმაციით, ელისი რეგულარულად ვარჯიშობდა და დარბოდა.
"ეს სრულიად შემზარავი და შოკისმომგვრელი
ექიმების თქმით, ქალს ალკოჰოლური კეტოციდიზი განუვითარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს არ ჰქონდა მიღებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლი.
ამ შემთხვევის შემდეგ ელისის მეგობრები აპირებენ წამოიწყონ კამპანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად და ადამიანებს შეახსენონ, თუ რა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ალკოჰოლის მიღება მაშინ, როცა მუცელში არაფერი გაქვს.