18 ივლისი, 2020
აიშვარია რაი და მისი ქალიშვილი ჰოსპიტალიზირებულები არიან - მსახიობსა და მის შვილს კორონავირუსი დაუდგინდათ
ულამაზესი ინდოელი მსახიობი და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ქალი მუმბაის ნანავატის საავადმყოფოში მკურნალობს. იქვე გადი მკურნალობას მსახიობის ქალიშვილიც აარადიაც.

ერთი კვირით ადრე ვირუსი დაუდგინდა აიშვარია რაის ქმარსა და მამამთილს. აბჰიშეკ ბაჩჩანი და ამიტაბჰ ბაჩჩანი ასევე ბოლივუდის ცნობილი მსახიობები არიან.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 34 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 671 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS