გოგონას თქმით, მამამ მისი დები უფროს კაცებზე ძალით დააქორწინა და სურდა, რომ სხვა შვილების მსგავსად, ისიც ნაადრევად უფროს კაცზე გაეთხოვებინა. გოგონა ჰყვება, რომ 51 წლის კაცმა მამამისს მის სანაცვლოდ ოთხი ძროხა შესთავაზა.
ბავშვის მამამ გადაწყვიტა, რომ გოგონას დასაქორწინებლად
"მე ჩემი ძროხები მინდა, მითხრა მამამ", - ჰყვება გოგონა პოლიციასთან.
მისი თქმით, ის 51 წლის კაცზე დააქორწინეს, თუმცა ქორწილიდან ორ კვირაში გაქცევა მოახერხა. 51 წლის ქმრისგან გაქცევის შემდეგ კი, ოჯახმა აიძულა 35 წლის მამაკაცზე დაქორწინებულიყო. გოგონამ მეორედაც მოახერხა გაქცევა.
ბავშვთა უფლებების დამცველი ჯოშუა კაპუტა ამბობს, რომ ახლა ბავშვის მამაც და მისი ორივე ქმარიც მიმალვაში არიან. თუკი სამართალდამცველები მიმალვაში მყოფ სამ მამაკაცს დააკავებენ, მათ 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესჯებათ და ასევე თითოეულ მათგანს მილიონი კენიური შილინგის გადახდა მოუწევთ, რაც დაახლოებით 10 ათასი დოლარია.
ჯოშუას ქმით, კენიაში სიღარიბე მძვინვარებს და გასაჭირში მყოფი ოჯახები მოზარდ გოგონებს საკვების სანაცვლოდ აქორწინებენ, ეს მიღებული პრაქტიკაა და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ახერხებს თავის დაღწევას.
აღსანიშნავია, რომ კანონით ბავშვის დაქორწინება კენიაში აკრძალულია, თუმცა მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. მიუხედავად აკრძალვისა, კენიელი გოგონების 23 პროცენტს ადრეულ ასაკში, მოზარდობის პერიოდში აქორწინებენ.