პოლიციის ცნობით, 24 წლის ქალი, საკი კაკეჰაში აღიარებს დანაშაულს. სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ის რეგულარულად ტოვებდა პატარა შვილს, ნოას მარტო ხანგრძლივი დროით და ძალადობდა მასზე.
3 წლის ნოას აუტოფსიამ აჩვენა, რომ ის დეჰიდრატაციითა და შიმშილით გარდაიცვალა.
ოფიციალური ინფორმაციით, პატარა გოგონა სახლში მარტო 8 დღის განმავლობაში იყო და ამ პერიოდში საკი კაკეჰაში თავის ბოიფრენდს სტუმრობდა.
დაკავებულის თქმით, ის არ ელოდა,
გარდაცვლილს ჰქონდა გამონაყარი, რაც საფენის დიდხანს გამოუცვლელობით იყო გამოწვეული, მუცელი ჰქონდა სრულიად ცარიელი, ბინა სავსე იყო ნაგვით. ნოას დედამ აღიარებითი ჩვენების დროს თავდაპირველად ისიც თქვა, რომ სანამ დატოვებდა, ბავშვი ავად იყო, თუმცა საავადმყოფოში წასაყვანად ფული არ ჰქონდა, ხოლო შემდეგ თქვა, რომ არ უფიქრია, თუ პატარა ცუდად იქნებოდა.
ის ბავშვთან ერთად ტოკიოში, ერთ-ერთ ბინაში 2017 წლიდან მას შემდეგ ცხოვრობდა, რაც ბავშვის მამას დაშორდა.