ტატუ პენისზე
ერთ-ერთმა ირანელმა ახალგაზრდამ პენისზე ტატუ გაიკეთა და მასზე შეყვარებულის სახელის ინიციალი დაიხატა, რის შემდეგაც ის მუდმივმა, პერმანენტულმა ერექციამ შეაწუხა. ექიმებმა მისი პენისის შუნტირება გადაწყვიტეს, რომ სისხლის მოზღვავება სისხლძარღვებში როგორმე შეეკავებინათ, თუმცა, ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა. გულგატეხილმა პაციენტმა კი განაცხადა, რომ ის უკვე შეეჩვია ასეთი "მამაკაცური ღირსებით" ცხოვრებას.
თავის ტკივილი პორნოგრაფიის გამო
ერთმა ინდოელმა მამაკაცმა ექიმს

მედიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავის ტკივილი კისრის სახსრებისა და კუნთების დაძაბულობისგან არის გამოწვეული, მეორენი - რომ აღგზნება ფილმის ყურებისას თავის სისხლძარღვების შევიწროებას იწვევს, თუმცა, ზუსტი დიაგნოზის და შესაბამისად, მკურნალობის დანიშვნა გაუჭირდათ.
ვარსკვლავი თვალში
აღმოჩნდა, რომ თვალებში ვარკვლავი ადამიანს მარტო მულტფილმებში არ უჩნდება. თავში მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად ავსტრალიელ მამაკაცს მართლაც გაუჩნდა ნამდვილი ვარსკვლავი. ძლიერი ზემოქმედებით თვალის ბროლი დაზიანდა და იშვიათი, ვარსვლავის ფორმის კატარაქტაც გაჩნდა. ჩვეულებრივი კატარაქტა კი თეთრ-ყვითელ ლაქაა და ამ შემთხვევაში ოპერაციით მხედველობის აღდგენაც ბევრად ადვილი იქნებოდა.
