26 მაისი, 2020
როგორ ცხოვრობს ყველაზე წარმატებული სომეხი მოდელი არმინე არუთინიანი "გუჩის" სკანდალური ჩვენების შემდეგ
არმინე არუთიანიანი პირველი სომეხი მოდელია, რომელმაც გუჩის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენების შემდეგ ის მსოფლიომ გაიცნო და სხვადასხვა გამოცემები მოდელის არასტანდარტულ გარეგნობაზე წერდნენ.

არმინეს პოდიუმზე გამოჩენას საქართველოშიც დიდი ვნებათაღელვა იყო და მისი გამოსვლა პოდიუმზე "ფეისბუქის" ქართულ საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგანი გახდა.  ჩვენებაზე ის უმაკიაჟოდ გავიდა. სომხეთში არმინე საამაყო გოგონაა და მას სომეხ დედოფალსაც კი უწოდებენ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა საქართველოს ხშირად სტუმრობს და მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ქვეყანაა.

არმინეს, რომელიც პროფესიით მოდელი არ არის, გუჩის" ჩვენებაში მონაწილეობამ
დიდი წარმატება მოუტანა, გაიზარდა "ინსტაგრამზე" მისი გამომწერების რაოდენობა და ინფლუენსერად იქცა. მისი გამომწერების რიცხვი უკვე 28 ათასს აჭარბებს.

Rating

ხშირად იპყრობს ყურადღებას არმინეს განსხვავებული სტილის მაკიაჟი და სხვებისთვის ინსპირაციის წყარო ხდება. ის არ ღალატობს საკუთარ თავს და ბუნებრიობას ანიჭებს უპირატესობას. მაკიაჟის გაკეთების დროსაც ცდილობს შეინარჩუნოს ბუნებრიობა.

არმინე "გუჩის" შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის ვარსკვლავიც გახდა. მან 2019 წლის შემოდგომაზე თბილისის მოდის კვირეულზე Dalood-ის ჩვენება გახსნა. მის "ინსტაგრამზე" თბილისში გადაღებული არაერთ ფოტოს ნახავთ.

23 წლის არმინე პროფესიით გრაფიკული დიზაინერია, ხატავს კარგად და ილუსტრაციებს აკეთებს და მისი ძირითადი საქმიანობა მოდელობა არ არის. ამ ეტაპზე ამ კუთხით ცდილობს უფრო მეტად განვითარდეს.

Rating

კორონავირუსის პანდემიამდე ბევრს მოგზაურობდა, სტუმრობდა სხვადასხვა გამოფენებს. ახალ წელს აშშ-ში შეხვდა და იქ გადაღებული ფოტოებით კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მისი ამერიკული სტილიც არაორდინალურობით გამოირჩევა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლევანი
ტოროსიანის ნათესავია?, მაგრად ჰგავს
13:56 / 26-05-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS