25 მაისი, 2020
რა აჩუქა დაბადების დღეზე მეგან მარკლმა ჰარის - ყველაზე რომანტიკული საჩუქარი, რაც ქალმა შეიძლება ქმარს გაუკეთოს
თუ გსურთ ყველაზე რომანტიკული სიურპრიზი დაგეგმოთ საყვარელი ადამიანისთვის, მაგალითი შეგიძლია მეგან მარკლისგან აიღოთ.

დიდი ბრიტანეთის მეამბოხე წყვილი განსხვავებულად ცხოვრობს და სამეფო წესებს არ ემორჩილება. ჰარი და მეგანი გაურბიან სამეფო პრივილეგიებს, ფუფუნებას და როგორც ჩანს, მათთვის დაბადების დღის მდიდრულად აღნიშვნაც არ არის დამახასიათებელი და მდიდრულ წვეულებას, მოკრძალებულად ყოფნას ამჯობინებენ.

გამოცემა  Pეოპლე-სთვის ახლახანს გახდა ცნობილი, რომ 2019 წელს მეგან მარკლმა კილომეტრები გაიარა იმისთვის, რომ საყვარელი ქმრისთვის დაბადების დღეზე სიურპრიზი მოეწყო. ჰარის დაბადების დღე 15 სექტემბერს აქვს.

წყარო
ამბობს, რომ მეგანმა სპეციალურად ამ დღისთვის ჰარისთან ერთად ბოთსვანაში კემპინგი მოაწყო. ბოთსვანა იმიტომ აირჩია, რომ ეს წყვილისთვის განსაკუთრებული ადგილია.

"ეს ადგილი მათთვის ძალიან ღირებულია. განსაკუთრებით კი ჰარისთვის. ამიტომაც მეგანს სურდა, ქმარი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას წაეყვანა. წაიღო კარავი, საძილე ტომრები, მოამზადა საკუთარი ხელით საჭმელი" - ამბობს წყარო, რომელიც ასევე დასძენს, რომ პრინცს სიურპრიზი ძალიან მოეწონა.

2017 წლის ინტერვიუში, როდესაც მეგანი და ჰარი ჯერ კიდევ დანიშნულები იყვნენ, ჰარიმ თქვა, რომ მან მეგანი ურთიერთობის დაწყებიდან მალევე ბოთსვანაში წაიყვანა.

"ჩვენ ვარსკვლავების ქვეშ გვეძინა. მეგანმა იქ ჩემთან ერთად ხუთი შესანიშნავი დღე გაატარა" - ჰყვებოდა რომანტიკოსი პრინცი.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS