ლივი ცნობილი მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. რომ არაფერი ვთქვათ მის სუპერპოპულარულ მამაზე, სტივ ტაილერზე, მისი დედაც ცნობილი მუსიკოსი იყო.
ბიბი ბიუელი პოპულარული მომღერალი გახლდათ, რომლის სახელზეც 8 სტუდიური ალბომია.
ლივმა მშობლებისგან განსხვავებით, სამსახიობო კარიერა აირჩია და მის მიერ შესრულებული როლები "ბეჭდების მბრძანებელსა" და "არმაგედონში" დაუვიწყარია. მომხიბვლელი მსახიობი ახლა 42 წლისაა და 3 შვილს
წყვილი 2015 წელს დაინიშნა, თუმცა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაქორწინებულან.
ლივის შვილებს შორის საზოგადოების ყველაზე დიდ ყურადღებას ლულა როუზ გარდნერი იპყრობს, რომელსაც ყველაზე მეტად ამსგავსებენ დედას.
4 წლის გოგონას დედის მსგავსი თვალები აქვს. ლივი ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მის ფოტოებს. ფანები კი აღნიშნავენ, რომ პატარა ლულა "დედის ასლია". საოცარ მსგავსებაში ეს ფოტოები თავადაც დაგარწმუნებთ.