13 აპრილი, 2014
ია ნინიძის ქალიშვილს ახალგაზრდა დედობა სურს
ჩემსა და დედას შორის არავითარი საიდუმლო არ არის, მას ყველაფერს ვუყვები, რამაც ბევრი იმ შეცდომისგან მიხსნა, რაც ასაკის გამო შეიძლება ჩამედინა დედამისს, ია ნინიძეს ფილმ "ციურ მერცხალში" ბრწყინვალედ შესრულებული როლის შემდეგ საბჭოთა ოდრი ჰეპბერნი შეარქვეს, თვითონ ნინოს კი ასეთი სიმაღლეებისთვის ჯერ არ მიუღწევია, თუმცა, კინოსამყაროში გარკეული აღიარება მოიპოვა და რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც დაიმსახურა.

ნინოს მამა მხატვარი მიხაილ ბუჩენკოვია, რომელმაც ცოლ-შვილი მიატოვა და ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ნინო მიიჩნევს, რომ ია ნინიძე ძლიერი ქალია და უნდა დედას
ჰგავდეს. ის ვერც სამმა უიღბლო ქორწინებამ და ვერც თეატრში დეკორაციის დაცემისას მიღებულმა მძიმე ტრამვამ გატეხა.

ნინო 1991 წელს დაიბადა თბილისში და მისი ბავშვობის მოგონებები სიცივესა და უშუქობასთანაც არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ დედა ცდილობდა მას და მის უფროს ძმას, გიორგის ეს დისკომფორტი არ ეგრძნოთ. "ჩემსა და დედას შორის არავითარი საიდუმლო არ არის, მას ყველაფერს ვუყვები, რამაც ბევრი იმ შეცდომისგან მიხსნა, რაც ასაკის გამო შეიძლება ჩამედინა",- ამბობს ნინო. ა

ხალგაზრდა მსახიობი შესანიშნავად მღერის, ამასთან კარგი კულინარია და გემრიელ კერძებსაც ამზადებს. ნინოს უნდა, ახალგაზრდა დედა იყოს, სჯერა, რომ დიდი სიყვარული ცხოვრებაში აუცილებლად ეწვევა და არ ესმის იმ ახალგაზრდა გოგოების, რომლებიც ამბობენ: ჯერ ადრეა გათხოვება, ცხოვრებით უნდა დავტკბეო, თითქოს გათხოვება ცხოვრების დამთავრებას ნიშნავდეს. ნინოს აზრით, პირიქით, სიყვარული, ოჯახი ცხოვრებას ახალი ნათელი ფერებით ავსებს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
4+1=5
ძალიან საყვარლები არიან, დასანანია ია ასეთი ვარსკვლავი ალბათ იშვიათია
10:18 / 15-04-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS