პოპ-ვარსკვლავი მადონა, 61 წლის ასაკში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე ახერხებს, რომ დღის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდეს და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება მიიპყროს.
მადონამ გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც აუტანელი ტკივილებით იტანჯება და ახლა რეგენერაციულ მკურნალობას იტარებს, რაც მკვდარი უჯრედების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს. ეს ერთგვარი უჯრედული თერაპიაა.
მადონა სთხოვს ფანებს, რომ წარმატებები უსურვონ და აღნიშნავს, რომ მკურნალობას 8 თვე დასჭირდება. აღნიშნული შესახებ პოპვარსკვლავმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე დაწერა და თან ორი ახალი ფოტოც გამოაქვეყნა.
მადონას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უფრო მეტი ყურადღება მისმა უკანალმა მიიპყრო. გულშემატკივრები წერენ, რომ მომღერალმა უკანალი გაიდიდა. აღნიშნულის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილიც" და იმის საილუსტრაციოდ, რომ მადონამ უკანალი მართლაც გაიდიდა, მომღერლის ძველ და ახალ ფოტოებს ადარებს ერთმანეთს.