დონალდ ტრამპმა თვითერზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა: "ძალიან დიდ პატივს ვცემ დედოფალ ელიზაბეტს და დიდ ბრიტანეთს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრინცი ჰარი და მეგანი პერმანენტულად აპირებდნენ კანადაში საცხოვრებლად გადასვლას, თუმცა ისინი ამჟამად ამერიკაში არიან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი უსაფრთხოების გადასახადს სახელმწიფო ვერ გადაიხდის, გადასახადი მათ აუცილებლად თავად უნდა გადაიხადონ"
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი კანადიდან რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეგან მარკლი კინოს ოფიციალურად უბრუნდება.