26 მარტი, 2020
ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერიმ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მილიონი დოლარი გადარიცხეს
ანჯელინა ჯოლი და კაილი ჯენერი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა გადაწყვიტეს. მათ ქველმოქმედების სახით 1 მილიონი დოლარი გაიღეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავმა მილიონი დოლარი გადაუხადა ფონდს - "No Kid Hungry", რომელიც უღარიბესი ოჯახის ბავშვებს ეხმარება.

კაილი ჯენერის ქველმოქმედების შესახებ კი, მისი გინეკოლოგისგან გახდა ცნობილი. ექიმმა ტაის ალიაბადიმ ვიდეო ჩაწერა.

"უბედნიერესი ვარ, პირბადეებიც კი აღარ გვქონდა ექიმებს და მოულოდნელად გავიგე, რომ ჩემმა პაციენტმა, ნამდვილმა ანგელოზმა მილიონი გამოყო ჩვენს დასახმარებლად", - განაცხადა ექიმმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნატაშკა
ულამაზესი ქალი კეთილი გულით. ყველასთვის საყვარელი მსახიობი
17:33 / 03-06-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS