25 მარტი, 2020
მეგან მარკლს „სიმპსონების“ ერთ-ერთი პერსონაჟის გახმოვანება შესთავაზეს
მეგან მარკლმა, რომელმაც პრინც ჰარისთან ერთად სამეფო ტიტული დათმო, მულტსერიალ „სიმპსონების“ შემქმნელებისგან სამუშაო წინადადება მიიღო. ამის შესახებ "ехpress.co.uk"-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, მულტსერიალის პროდიუსერები მარკლს უშუალოდ ჯერ არ დაკავშირებულან, თუმცა, საკუთარი წინადადება მედიის საშუალებით გააჟღერეს.

„გავიგონე, რომ მეგანს ფილმების გახმოვანებაზე უნდოდა მუშაობა. ასე რომ, თუ ამას კითხულობთ - დაგვირეკეთ“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS