21 მარტი, 2020
10 წლის თურქი გოგონა, რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს
ეს 10 წლის გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა რეჟისორებისთვის. მასზე მთელ სერიალებს აგებენ და ამ სერიალებს უამრავი მაყურებელი ჰყავს. გოგონას ნიჭიერება და უშუალობა მაყურებლებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დღეს ბერენ გიოქილდიზი კინოს ვარსკვლავია.

ბერენი 2009 წლის 29 სექტემბერს სტამბოლში არის დაბადებული. დედამ ადრევე შეამჩნია ბავშვს სამსახიობო ნიჭი, მიატოვა სამსახური და გოგონას მიუძღვნა თავი - ახლაც გამუდმებით მის გვერდითაა და ყველაფერში ეხმარება, რაც კი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაკავებულია
კინოში, ასწრებს სკოლაში სიარულს და თანაც -
კარგი მოსწავლეა.

მისი პირველი როლი იყო სერიალში "ჩემი ქმრის ოჯახი" და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში "დედა", რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.


ახლახან გამოვიდა ეკრანებზე სერიალი მისი მონაწილეობით - "ჩემი შვილი", სადაც კიდევ ერთი განსაკუთრებული როლი შექმნა და მაყურებლების არმია მოიმრავლა. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS