ვიწროწელიანი ქალბატონები ქვეცნობიერად მიმზიდველად და ჯანსაღი შთამომავლობის ყოლის შესაძლებლობად მიაჩნიათ
ათასობით მამაკაცის გამოკითხვის შედეგად სოციოლოგებმა დაასკვნეს, რომ მამაკაცებს ქალში სულაც არ ხიბლავთ მკერდი, თეძოები ან დუნდულები. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ გამოკითხულთა აზრით, ქალის სხეულის ყველაზე მაცდური ნაწილია წელი.
ამასთან, რაც უფრო ვიწროა წელი, მით უფრო მიმზიდველია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბრტყელი მუცელი და ვიწრო წელი მამაკაცებისთვის ქალის მოჭარბებულ ვნებიანობაზე მეტყველებს.
თუმცა ამას თვითონ ვერ აცნობიერებენ. ვიწრო წელი ასევე მიუთითებს, რომ ქალს ჯანმრთელი ბავშვების
გაჩენა შეუძლია, ამიტომ მამაკაცებს ვიწროწელიანი ქალბატონები ქვეცნობიერად მიმზიდველად და ჯანსაღი შთამომავლობის ყოლის შესაძლებლობად მიაჩნიათ.