18 მარტი, 2020
შესანიშნავი გენეტიკა: ჯენიფერ ლოპესი მშობელი დედის დაუჯერებელ კადრს აქვეყნებს
ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დაამსხვრიეს. ვარსკვლავი, რომელსაც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული მილიარდობით გულშემატკივარი ჰყავს, დროსთან ერთად, მუდმივად ლამაზდება და მეტად ზრუნავს სხეულის ფორმებზე, რომლებიც ასე გამოარჩევს მას.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმე მხოლოდ ამაში როდია და მას არაჩვეულებრივი გენეტიკაც უწყობს ხელს. მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა დედის, 74 წლის გუადალუპა ლოპესის კადრი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო.


"დედაშენი ოდნავადაც არ შეცვლილა", - სწორედ მსგავსი კომენტარებით ამკობენ გამომწერები ვარსკვლავურ დედა-შვილს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS